995 571536600 contact@protestant.ge

ჩვენს შესახებ

ვინ ვართ ჩვენ?

უფალმა იესო ქრისტემ მათ. 16:18; თქვა: “და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დასძლევს ჯოჯოხეთის ჭიშკარი”.
იესო ქრისტეს დღეებიდან დღემდე მსოფლიოში ჩამოყალიბდა ქრისტიანობის სამი ძირითადი აღმსარებლობა: მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი. თავის მხრივ ამ სამივე აღმსარებლობის წიაღში წარმოიშვა ბევრი დენომინაცია და მიმდინარეობა.
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია არის მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის ნაწილი და მიეკუთვნება ქრისრიანული ეკლესიის პროტესტანტულ ფრთას.
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია, ისევე, როგორც მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიები აღიარებს ქრისტიანულ ეკლესიაში საეკლესიო კრებების მიერ მიღებულ ისტორიულ დოკუმენტებს: მოციქულთა, ნიკეა-კონსტანტინეპოლის და ათანასეს სარწმუნოების სიმბოლოებს.
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია აღიარებს სულიწმინდით ნათლობას უცხო ენებზე ლაპარაკის ნიშნით.
ეკლესია არ მიეკუთვნება რომელიმე არსებულ დენომინაციას, არამედ არის არადენომინაციური დამოუკიდებელი ქრისტიანული ეკლესია.
ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის ღვთისმეტყველების საფუძველია ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმის კანონიკური წიგნები.
ეკლესია პატივისცემით ეპყრობა ისტორიულ ეკლესიაში შექმნილ ნაშრომებს, საუკუნეების განმავლობაში მოღვაწე წმინდა მამათა სწავლებას, საეკლესიო გადმოცემას და ასე შემდეგ. მაგრამ ეკლესიაში ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმის კანონიკური წიგნები, არის ერთადერთი უცდომელი სახელმძღვანელო ღვთისმეტყველებაში და საეკლესიო სწავლებაში. ბიბლია არის სტანდარტი ეტალონი, რაზეც უნდა გასწორდეს ნებისმიერი სწავლება და ნაშრომი თანამედროვეც და ისტორიულიც.