995 571536600 contact@protestant.ge

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბოევიკებმა 15 ქრისტიანი მოკლეს.

სამშაბათს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ქ. ბანგაში ეკლესიური  მსახურების დროს შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა მინიმუმ 15 ქრისტიანი მოკლეს, მათ შორის ერთი მღვდელი.
ქრისტიანები ეკლესიაში „ნოტრ დამე დე ფატიმა“, გახდნენ შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლნი, იუწყება Reuters-ი.
ზოგიერთმა მათგანმა მოახერხა გაქცევა  პოლიციის მიერ შენობის კედელში გაკეთებული  ხვრელის მეშვეობით, სხვები კი აღმოჩნდნენ ხაფანგში აცხადებს ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com, The Christian Post-ზე დაყრდნობით.
“ზოგიერთი პანიკაში ჩავარდნილი ქრისტიანი  გაიქცა, ვიდრე სამლოცველოს ტერიტორიაზე არ დაიწყო ტყვიებისა და ყუმბარების ცვენა, რომლებმაც გზა გადუჭრა, მათ ვინც დარჩა კომპლექსში”, – განაცხადა ერთ-ერთმა მღვდელმა, მოსეს ალიუმ.
ვოლტერ ბრედ მაზანგიმ, ბანგის არქიეპარქიის საეკლესიო კანცლერმა, ამოიცნო მოკლული მღვდელი ალბერტ ტანგუმალელი ბაბა.
მკვლელობამ ქალაქის აღშფოთება გამოიწვია, ათასობით განრისხებულმა მომიტინგემ მოკლული მღვდლის, ალბერტ ბაბას ნეშტი საკაცით წაიყვანა და საპრეზიდენტო სასახლეში გადაასვენა.
თავდამსხმელი ბოევიკების პიროვნებები  ჯერ არ გამოვლენილა.  აღნიშნულ თავდასხმას კი უკვე მოჰყვა ძალადობრივი შეტაკებები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის არმიის შენაერთებსა და  მუსულმანური რაიონის დაჯგუფება  „სელეკა“-ს შორის.

Leave a Reply