995 571536600 contact@protestant.ge

ცნობილი მახარებელი, წინასწარმეტყველი და მრავალი წიგნის ავტორი მორის სერულო გადავიდა მარადისობაში

11 ივლისს გარდაიცვალა, წინასწარმეტყველი, მახარებელი, მოციქული და 80-ზე მეტი წიგნის ავტორი, მორის სერულო , იუწყება იუწყება ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com.
   მსახური 88 წლის იყო. 9 ივნისს ოჯახმა გამოაქვეყნა  ლოცვის თხოვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მორისი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში იმყოფებოდა.
  მორის სერულო დაიბადა ნიუ ჯერსიში, რუს-ებრაულ-იტალიურ ოჯახში. მას შემდეგ რაც დედამისი სიმსივნით, ხოლო მისი მამა ალკოჰოლთან პრობლემების გამო გარდაიცვალა, იგი ბავშვთა სახლში აღმოჩნდა.
  14 წლის ასაკში ვიღაც მას ქრისტეს შესახებ მოუყვა. როგორც მოზარდი, მან ძლიერი სულიერი გამოცდილება განიცადა, შემდეგ კი ირწმუნა იესო ქრისტე. ამის შემდეგ მან მიიღო ხედვა ღვთისგან, რომ მიაღწიოს დაღუპულ სულებს.
  1953 წელს, ნიუ – იორკის შტატის საღვისმეტყველო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, იგი ხელსახმული იქნა ღვთის ანსაბლეის ეკლესიის მსახურად.
   დასაწყისში, ის იყო ახალი ინგლისის შტატში(ამერიკა) პატარა ეკლესიის პასტორი და როდესაც ის გახდა მახარებელი, მის მსახურებებს თან ახლდა ღვთის თანდასწრების რეალობა: ხალხი იღებდა განთავისუფლებას და განკურნებას.
  1962 წელს მან ღმერთისგან მიიღო უნიკალური ხედვა, როდესაც გაიგონა: ”ჩემო შვილო ააშენე ჩემთვის ქრისტიანთა არმია”, ამ არმიამ სახარება უნდა წაიღოს მთელ მსოფლიოში, ყველა ქალაქსა და სოფელში.   და მან დააარსა მსახურთა სკოლა.
  მორის სერულლო იყო პირველი მისიონერი, რომელმაც სახარება იქადაგა იმ ქვეყნებში, რომლებიც ადრე მთლიანად იყო დახურული ღვთის სიტყვისთვის.
   როდესაც მან დაიწყო ქადაგება არგენტინაში, ყოველ ჯერზე ცდილობდა რა მსახურების ჩატარებას, იგი ხელისუფლების მხრიდან აწყდებოდა წინააღმდეგობას. მისი გავლენის წყალობით, დღეს ქვეყანაში უამრავი მეგაეკლესია და სულიერი გამოღვიძება შეინიშნება.
  ლათინურ ამერიკაში ყოფნის დროს, ის ხშირად აწყდებოდა დიდ წინააღმდეგობებს და არაერთხელ იყო დაპატიმრებული სახარების ქადაგებისას და განკურნებისათვის ლოცვის გამო.
   მორის სერულო წიანსწარმეტყველებდა საბჭოთა კავშირში დიდი ცვლილებების შესახებ, საბჭოთა კავშირის დაშლამდე თხუთმეტი წლის არდე.
  1970 წელს, ის პირველად ჩამოვიდა რუსეთში, მოსკოვში და იქადაგა ბაპტისტურ ეკლესიაში. 1974 წლიდან 1989 წლამდე ის მუდმივად საუბრობდა იმაზე, თუ როგორ იშლება რკინის ფარდა.
  პირველი მსახურება საზღვარგარეთ ჩატარდა 50-იანი წლების დასაწყისში ათენში (საბერძნეთი). 1959 წელს ის იყო კორეაში და მსახურობდა პასტორ იონგი ჩოს ეკლესიაში, როდესაც მას მხოლოდ 200 ადამიანი ჰყავდა. შემდეგ მსახურობდა ჰონგ კონგსა და ფილიპინებში.
    მორის სერულომ იქადაგა ინდონეზიაში, მალაიზიაში, ისრაელში, შუა აღმოსავლეთში, შორეულ აღმოსავლეთში, აფრიკაში, მექსიკაში, ცენტრალურ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკაში და მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა კუთხეში.

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ