995 571536600 contact@protestant.ge

წყევლას ადამიანი სიკვდილამდე მიჰყავს… ექსპერიმენტის საგანგაშო შედეგები!

მახეში გაები შენი ბაგის ნათქვამით; დაჭერილი ხარ შენი სიტყვით. იგავი. 6:2;
აკადემიკოსმა პ.პ. გარიაევმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა: ბოტანიკოსებისთვის კარგად ცნობილი მცენარის არბიდოპსისის თესლს უხამსი სიტყვებით ლანძღავდნენ. შედეგმა ყველა გააოცა! აღმოჩნდა, რომ უხამსობა და წყევლა გენეტიკურ აპარატს აზიანებს და სიკვდილამდე მიჰყავს.
რამდენიმე წლის წინ, კვანტური გენეტიკის ინსტიტუტში, გენეტიკოსებმა ჩაატარეს კვლევები, რომელთა საშუალებითაც ნაწილობრივ შესაძლებელი გახდა პასუხის გაცემა კითხვაზე თუ რა ემართება დღეს ადამიანების მოდგმას. მკვლევრების მიერ შემუშავებული აპარატურის მეშვეობით, ადამიანის სიტყვები წარმოდგენილია, როგორც ელექტრომაგნიტური რხევები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ დნმ-ის მოლეკულების სტრუქტურაზე და თვისებებზე. ზუსტად ეს მოლეკულები აგებენ პასუხს ადამიანის გენეტიკაზე. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის მეტყველება უარყოფითი აზრის მქონე სიტყვებითაა გაჯერებული, დნმ-ის მოლეკულებში “უარყოფითი პროგრამა” იწყებს მუშაობას.
ნელ-ნელა ეს ცვლილებები იმდენად ცვლის დნმ-ის სტრუქტურას, რომ ეს მემკვიდრეობითაც გადადის. ასეთი ნეგატიური თვისებების დაგროვებას შესაძლებელია “თვითლიკვიდაციის პროგრამა” ვუწოდოთ.
საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ დნმ-ი აღიქვამს მეტყველებას და მის აზრს. ადამიანი კი, მოქანდაკესავით ქმნის საკუთარ გენეტიკურ აპარატს.

Leave a Reply