995 571536600 contact@protestant.ge

ისტორია

მოციქული პავლე რომაელების მიმართ მიწერილი წერილის მე-15-ე თავის მე-4-ე მუხლში წერს: “რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს სასოება”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიბლია არის ღმერთის, როგორც შემოქმედის, ისტორია, რომელიც ჩვენ აუცილებლად დღევანდელობაში უნდა გამოვიყენოთ და გავიგოთ მისი უზენაესი ნება თითოეულ ჩვენთაგანზე.
უფალ იესო ქრისტეს ჯვარცმით და მკვდრეთით აღდგომით დედამიწაზე დაიწყო ერა, რომელსაც შეიძლება დავარქვათ ეკლესიის ერა.
იუდაიზმის წიაღში წარმოქმნილი ახალი მოძღვრება, რომელსაც დასაწყისში ნაზარეველთა სექტას ეძახდნენ, მოგვიანებით კი მათ ქრისტიანები უწოდეს. პატარა რელიგიური თემი, რომელსაც სერიოზულად არავინ აღიქვამდა, ძალიან მალე გახდა მძლავრი და ორგანიზებული რელიგიური გაერთიანება. სიტყვა “ეკლესია”, რომელიც პირველად უფალმა იესო ქრისტემ ახსენა მათ 16:18-ში: “და მეც გეუბნები შენ: შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დასძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი”. უფლის სიტყა, განხორციელდა და დღეს ეკლესია უკვე 20 საუკუნეს ითვლის დედამიწაზე. ამ 20 საუკუნის განმავლობაში ეკლესია ბევრჯერ ყოფილა შევიწროებული და თავდასხმული ბოროტის ძალებისაგან, მაგრამ არა ძლეული. ასევე ეს ფენომენი “ეკლესია” ყოფილა შემვიწროებელი და თავდამსხმელი. ეკლესიის სახელით წარმოებულა უამრავი ომი და ძალადობა. მის შიგნით წარმოიქმნა უამრავი განსხვავებული აზრი თუ ერეტიკული, ცრუ სწავლება. ეკლესია იყო გავლენიანი და ასევე განიცდიდა გავლენას. მისმა სამყაროსთან ურთიერთობამ სამყარო შეცვალა და ისეთად აქცია, როგორიც ის დღეს არის. ხოლო სამყაროს ეკლესიასთან ურთიერთობამ ეკლესია ჩამოაყალიბა ისეთად, როგორიც დღეს გვაქვს.
როგორც ვიცით, მსოფლიოში გავრცელებულია ქრისტიანობის სამი ძირითადი აღმსარებლობა: მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და ეკლესიის როფორმატორულ-პროტესტანტული ფრთა. თავის მხრივ ეს სამი აღმსარებლობა აერთიანებს უამრავ მიმდინარეობასა და დენომინაციას, ეკლესიის წიაღში წარმოიქმნა უამრავი კულტი და ერესი, რამაც ასევე დაატყო თავისი კვალი სამყაროს. მაგრამ ყველაფერი ასე არ დაწყებულა. ისევე როგორც ყველა დიდი მდინარე იწყება პატარა ნაკადულიდან, ეკლესიამაც, როგორც ახალი აღთქმა მოგვითხრობს, თავისი არსებობა დაიწყო იუდეის ერთ პატარა სოფელ ნაზარეთში შეკრებილი მეთევზეების პატარა ჯგუფიდან, რომლის მოძღვარიც იესო ნაზარეველი იყო, იმ მხარეში ცნობილი როგორც დურგლის შვილი, რომელიც ყველას აკვირვებდა წმინდა წერილების ზედმიწევნით ცოდნით.
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ თავისი დასაბამი ჰპოვა შიდა ქართლის რეგიონში ქალაქ გორში, ეს ქალაქი გახლავთ საბჭოთა კავშირის ერთერთი ცნობილი ლიდერის იოსებ სტალინის მშობლიური ქალაქი, რომლის სახლმუზეუმიც დღემდე დგას ქალაქში. ღმერთის მადლით და შეწევნით სწორედ ამ ქალაქში დაიბადა ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია, იგი სათავეს იღებს მე-20-საუკუნის 90-იან წლებში . ეს პერიოდი ჩვენი ქვეყნისათვის იყო უმძიმესი დრო, მიმდიდნარეობდა საომარი მოქმედებები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, სამოქალაქო ომის გამო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის-თბილისის ცენტრი მთლიანად დანგრეული იყო, საზოგადოება დაპირისპირებული და გახლეჩილი. შიმშილი და სიცივე, უშუქობა და უმუშევრობა ბატონობდა ქვეყანაში. უამრავი საკუთარ ქვეყანაში ლტოვილად ქცეული ადამიანი, უმძიმესი კრიმინოგენული სიტუაცია, განუკითხაობა და უსამართლობა სუფევდა ირგვლივ. ამას ერთვოდა რელიგიური ექსტრემიზმი, რომელიც არა ერთგზის ვლინდებოდა, რელიგიური უმცირესობებისადმი.
პასტორ გიორგი ჩიტაძის ხედვით, რომელიც ღმერთის მოწოდებით ჩამოვიდა თბილისიდან ქ.გორში, ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ დაიწყო ჩამოყალიბება, როგორც დამოუკიდებელი არადენომინაციური ეკლესია. პასტორ გიორგი ჩიტაძესთან ერთად შეიკრიბა რამდენიმე პასტორი და ეკლესიის მსახური და სათავე დაუდო დამოუკიდებელ ეკლესიას, ეკლესია არაერთხელ გამხდარა დევნის და შევიწროვების მსხერპლი.
ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია დასაწყისიდანვე გახსნილი იყო თანამშრომლობისათვის, სხავა ეკლესიებთან.
1996 წლიდან საქართველოს ევანგელურ პროტესტანტულ ეკლესიას შეუერთდა ხაშურის ეკლესია და გახდა ერთი ოჯახის, ერთი დინების ნაწილი.
1999 წლიდან ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ დაიწყო ეკლესიური მსახურებები ქარელისა და ქალაქ რუსთავში და ეკლესიამ დაიწყო განვითარება, როგორც ერთი ხედვისა და სწავლების ქვეშ გაერთიანებული ეკლესიათა ერთობა.
პასტორი გიორგი ჩიტაძე გახდა ამ მოძრაობის უფროსი პასტორი, მის ირგვლივ ჩამოყალიბდა პასტორთა სულიერი საბჭო, რომელიც ახორციელებს მმართველობას, როგორც დედა, ასევე შვილობილ ეკლესიებში, უწევს კონტროლს მოძღვრებისა და ხედვის ერთიანობას.
2004 წელს პასტორი გიორგი ჩიტაძე წავიდა ახალ მისიონერულ ყანაში, იგი გადავიდა საცხოვრებლად ქ. რუსთავში და გახდა ადგილობრივი ეკლესიის პასტორი. ქ გორში ადგილობრივი ეკლესიის პასტორი გახდა შმაგი ჭანკვეტაძე, რომელიც იყო ხაშურის ევანგელურ-პროტესრანტული ეკლესიის პასტორი და 1999 წლიდან მსახურობდა ქ. გორის ცენტრალურ ოფისში, როგორც პასტორის დამხმარე და ადმინისტრატორი.
2005 წელს ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ მისიას ქვეყნის დედაქალაქში თბილისში. თბილისი არის ჩვენი სამშობლოს დედა ქალაქი და შესაბამისად თბილისში არის საქართველოს ევანგელურ პროტესტანტული ეკლესიის მისიონერული ცენტრი. ეს მისია მოემსახურება საქართველოს ქალაქებში და ქვეყნის გარეთ მისიონერული მსახურების გაშლას და გახდება ეკლესიის მისიისათვის და საქმიანობისათვის კომუნიკაციური ცენტრი.