995 571536600 contact@protestant.ge

პასტორი და წინასწარმეტყველი დევიდ ვილკერსონი: ღმერთს სურს, რომ ჩვენ გავაგრძელოთ მოღვაწეობა სანამ ქრისტე დაბრუნდება

   2011 წლის 27 აპრილს, ტეხასში, აშშ – ში, მსოფლიოში ცნობილი მქადაგებელი და ნიუ-იორკში  Times Square Church  ეკლესიის პასტორი დევიდ ვილკერსონი გარდაიცვალა ავტოავარიაში. ავტოკატასტროფა მოხდა ავტომობილით მისაბმელთან ეგერეთწოდებულ ტრაილერთან პირდაპირი შეჯახების შედეგად.
    დევიდ ვილკერსონი გარდაიცვალა 79 წლის ასაკში და დატოვა  ოთხი შვილი და თერთმეტი შვილიშვილი. ის იყო ნიუ-იორკის Times Square Church  ეკლესიის დამაარსებელი, რომელსაც დაახლოებით 8000 წევრი ჰყავდა. იგი ღმერთმა ამ ქალაქში მოიწვია 1958 წელს ბანდის წევრებისა და ნარკომანებისათვის მსახურებისთვის, როგორც ეს დეტალურადაა აღწერილი მის ბესტსელერ წიგნში, “დანა და ჯვარი”.
  1987 წელს დევიდმა დააარსა Times Square Church (თაიმს სკვერის ეკლესია). მას შემდეგ იგი ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს, მიჰქონდა რა ძლიერი ბიბლიური ცნობა, რომელიც მთელ მსოფლიოში ქრისტიანებს ამხნევებდა, რომ იცხოვრონ, როგორც მართლებმა და მიენდონ ღმერთს. 1999 წლიდან, დევიდი ბევრს მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში, მონაწილეობდა კონფერენციებზე ქრისტიანი ლიდერებისათვის.
  სიცოცხლის ბოლო დღეს მქადაგებელმა გამოაქვეყნა ქადაგება თავის ბლოგზე, რომელშიც იგი ამხნევებდა მორწმუნეებს:
   „საყვარელნო, ღმერთი არასოდეს არ გიმტყუნებთ, არამედ იმოქმედებს სიკეთით და სიყვარულით. როდესაც თქვენი ყველა რესურსი გიმტყუნებთ, მისი სიყვარული დაგიპყრობთ. ჩაეჭიდეთ მასში თქვენს რწმენას. დადექით მის სიტყვაზე. ამ სამყაროში სხვა იმედი არ არის. ”
  დევიდ ვილკერსონი  ასევე, ცნობილი იყო თავისი წინასწარმეტყველებებით. მისი წინასწარმეტყველებების შესახებ არსებობს სხვადასხვა მოსაზრება – ზოგი ღვთისმეტყველს მათი უაპელაციოდ სწამს, მაშინ როცა, ზოგი  მათ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. და მაინც ძნელია იმის უარყოფა, რომ მისი მრავალი წინასწარმეტყველება ახდა. გარდაცვალებამდე არც თუ დიდი ხნის წინ, ვილკერსონმა გამოაქვეყნა წინასწარმეტყველება მოახლოებული გრანდიოზული უბედურების შესახებ, რომელიც დედამიწას შეარყევს: ”10 წლის განმავლობაში მე ვაფრთხილებდი იმ მრავალი ხანძრის შესახებ, რომლებიც ნიუ-იორკს თავს დაატყდება. მოცული იქნება მთელი მეტროპოლია, მათ შორის ნიუ ჯერსისა და კონექტიკუტის ნაწილები. მთელს ამერიკაში ქალაქების უმეტესობა შეეჯახება არეულობებსა და ძლიერ ხანძრებს, მსგავსად იმისა, რაც მრავალი წლის წინ ვნახეთ ვოტსში, ლოს ანჟელესი.”
  ანალოგიურად, ღმერთი დაელაპარაკა დევიდ ვილკერსონს 2001 წლის 11 სექტემბრის ნიუ-იორკის ტერაქტის წინ. ტერაქტამდე 6 კვირით ადრე მან მიიღო ღვთისგან გაფრთხილება, გააუქმა ეკლესიის ყველა საქმიანობა ლოცვისა და მონანიებისთვის. თავდასხმის წინა ღამეს მან იგრძნო მოწოდება, რომ სენდვიჩების დამზადება დაეწყო. ეკლესია მთელი ღამე სენდვიჩების მომზადებით იყო დაკავებული და როდესაც მეორე დილით თვითმფრინავები ჩამოვარდნენ, მათ შეძლეს დროებითი მუშაკების უზრუნველყოფა.
  გარდა ამისა, დევიდ ვილკერსონმა იწინასწარმეტყველა იაპონიაში უკვე მომხდარი  მიწისძვრა, ასევე შეერთებულ შტატებში მომავალი მიწისძვრა. ”არც თუ ისე შორეულ მომავალში შეერთებული შტატებში მოხდება ისტორიის განმავლობაში ყველაზე საშინელ მიწისძვრა”, – თქვა მან. – ახლოვდება დღე, როდესაც ამ ქვეყანაში მასმედია შეატყობინებს საშინელ ამბებს – ისტორიაში ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი მიწისძვრის შესახებ. ეს მესიჯი ფართო პანიკასა და შიშს გამოიწვევს. შეჩერდება ყველა სატელევიზიო გადაცემა, ყოველდღე ისინი ისაუბრებენ მხოლოდ ამ უბედურებაზე. ამას წინ უძღვის იაპონიაში ძალიან ძლიერი მიწისძვრა. მიწისძვრა, რომელზეც ვლაპარაკობ, გაცილებით ძლიერი იქნება ვიდრე  სან ფრანცისკოში მომხდარი. დარწმუნებული არ ვარ, რომ მომავალი მიწისძვრა კალიფორნიაში იქნება, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს იქნება იქ, სადაც ის სულ მცირედაა მოსალოდნელი, ანუ მიწისძვრის ზონაში საერთოდ არ არის.”
   2011 წლის 11 მარტს იაპონიაში 8,9 ბალიანი მიწისძვრა მოხდა და ამან 15 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

უახლესი ჩანაწერი დევიდ ვილკერსონის ბლოგიდან
როდესაც ყველა თქვენმა მეთოდებმა გიმტყუნეს

2011 წლის 7 აპრილი

ღმერთი აბსოლუტურად კმაყოფილია, როდესაც დარწმუნდებით, რომ თქვენი ყველა მეთოდი მისაღები არ არის. იესომ უთხრა თომას: შენ მირწმუნე, იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს”. (იოანე 20:29)
  ნეტარ არიან ისინი, ვისაც სწამთ, როდესაც ლოცვაზე პასუხის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს, როდესაც ყველა საშუალება ვერ დაგვირგვინდა წარმატებით.
  თქვენ უნდა მიხვიდეთ თქვენი უიმედობის ადგილზე, ყველა თქვენი ძალისხმევის იმედის ბოლოსთან. თქვენი საყვარელი ადამიანი სიკვდილის წინაშე დგას, ექიმები სიცოცხლის იმედს არ იძლევიან. სიკვდილი, უიმედოდ ჩანს.
  სწორედ მაშინ, როდესაც სატანის ლაშქრები შიშით და კითხვებით უტევენ გონებას: „სად არის ახლა შენი ღმერთი? შენ ლოცულობდი, სანამ ცრემლები არ დარჩა. შენ მარხულობდი, იდექი დაპირებებზე. შენ გწამდა. ”
  ღვთისგმობა შემოვა თქვენს გონებაში: „ლოცვამ არ იმუშავა. რწმენამ გიმტყუნა. ღმერთის ნუ გწამს. ეს არ მუშაობს! ”  კითხვაც კი წარმოიშობა ღმერთის არსებობის შესახებ. სატანა ასეთ კითხვებს სვამდა მთელი საუკუნეების განმავლობაში. ღმერთის მამაკაცები  და ქალები გადიოდნენ ასეთ შემოტევებს.
  ისინი, ვინც გადიან  სიკვდილის აჩრდილის ველზე, მოისმინეთ ეს სიტყვა:  ბნელ და საშინელ ღამით ტირილის დროს, მალე გაიგონებთ მამის ჩურჩულს: ”მე შენთან ვარ. ვერ გეტყვი, რატომ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერს აზრი ექნება. თქვენ ნახავთ, რომ ეს არ იყო შემთხვევითი, არამედ იყო ჩემი გეგმის ნაწილი. ეს არ იყო ჩავარდნა შენი მხრიდან. გაუძელი. ნება მომეცი ჩაგეხუტო ტკივილის დროს. ”
  საყვარელო, ღმერთი არასოდეს გიმტყუნებთ, მაგრამ ის სიკეთით იმოქმედებს.

თარგმანი: შმაგი ჭანკვეტაძე

Leave a Reply