995 571536600 contact@protestant.ge

ერთად შევცვალოთ

ჩვენი ქვეყანა

ილოცე ჩვენთან ერთად!

რისთვის ვლოცულობთ?

 ჩვენ ვლოცულობთ: საქართველოსთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის, რომ ღმერთის მადლი შეეხოს ყველას. ვლოცულობთ მთავრობისა და ხელისუფლებისთვის. პოზიციისა და ოპოზიციისთვის, რომ მისცეს ღმერთმა სიბრძნე ხელისუფალთ, ღვთის ნების თანახმად მართონ ჩვენი ქვეყანა. ვლოცულობთ ეკონომიკური აყვავებისთვის. მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ჩვენს სამშობლოში. პოლიტიკური, რელიგიური და ეთნიკური თავისუფლებისთვის.
  ვლოცულობთ საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიისთვის. ეკლესიის სულიერი მმართველობისთვის, (პასტორები და ლიდერები). ეკლესიის დაცვისთვის და ეკონომიკური გაძლიერებისთვის.
  ვლოცულობთ ჩვენს ქვეყანაში არსებული ქრისტიანული ეკლესიებისთვის და ეკლესიებს შორის მშვიდობიანი და თავისუფალი ურთიერთობების აშენებისათვის 

ვის შეუძლია შემოგვიერთდეს?

ნებისმიერ ადაიანს: ასაკის სქესის, კანის ფერის და სოციალური წარმომავლობის მიუხედავად, ვისაც სწამს, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა, აყვავება და დაცვა მხოლოდ ყოვლისსემძლე ღმერთს ხელეწიფება. “თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს მისი გუშაგი.” ფსალ126:1; 
  “კურთხეულ იყოს ღმერთის სახელი უკუნითი უკუნისამდე, ვინაიდან მისია სიბრძნე და ძლიერება. ის ცვლის დროსა და ჟამს, ამხობს და აღადგენს მეფეებს, ბრძენთ სიბრძნეს აძლევს და გონიერთ – ცოდნას. დან. 2:20-21; შეუძლია შემოგვიერთდეს ამ ლოცვაში და ერთად ვილოცოთ ჩვენი სამშობლოს აყვავებისთვის.

ჩვენი ლოცვითი მსახურება

ლოცვით მსახურება რუსთავში

ლოცვითი მსახურება გორში

ლოცვითი მსახურება რაიონებში

ქ. რუსთავში საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში მოქმედებს ლოცვითი მსახურება, რომელშიდაც გაერთიანებულნი არიან, ერთგული და მოწოდებული ადამიანები, რომლებიც მზად არიან იშუამდგომლონ ეკლესიისა და სხვა საჭიროებებისთვის. მოქმედებს ასევე ლოცვითი ცხელი ხაზი.
ყოველი თვის პირველ პარასკევს ეკლესიაში იმართება ღამის ლოცვა.

ქ. გორში საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში მოქმედებს ლოცვითი მსახურება, რომელშიდაც გაერთიანებულნი არიან, ერთგული და მოწოდებული ადამიანები, რომლებიც მზად არიან იშუამდგომლონ ეკლესიისა და სხვა საჭიროებებისთვის. მოქმედებს ასევე ლოცვითი ცხელი ხაზი.
ყოველი თვის ბოლო პარასკევს ეკლესიაში იმართება ღამის ლოცვა.

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიაში გარდა მისი ცენტრებისა ასევე მოქმედებს ლოცვითი მსახურება ყველა რაიონულ ეკლესიაში ტუ საოჯახო ჯგუფში, ეს არის ერთიანი ლოცვის ხაზი.

დამოწმებები ლოცვაზე

ლოცვის საკითხები

საკითხი 1: მთავრობისა და ხელისუფლებისთვის

"ამრიგად, შეგაგონებ, უწინარეს ყოვლისა, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისთვის, მეფეებისა და ყველა ზემდგომთათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობითა და პატიოსნებით; ვინაიდან ესაა კეთილი და მისაღები, ჩვენი მაცხოვარი ღვთის წინაშე, რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას." 1 ტიმ. 2:1-4;

საკითხი 2: ეკლესიის სულიერი მმართველობისთვის-(პასტორები)

ვლოცულობთ პასტორებისთვის და თანახუცესებისთვის, ყველა სულიერი მსახურებისთვის, რომ ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს ისინი.

საკითხი 3: ლიდერებისა და მსახურებისთვის

ღმერთმა წამოაყენოს ლიდერები და მსახურების მის ყანაში საშრომად.

საკითხი 4: ფინანსური და მატერიალური კეთილდრეობისთვის

ღმერთმა გამოაჩინოს წყაროები ერთგული ადამიანების ცხოვრებაში.რომ ეკლესიამ შეძლოს ბევრი სასიკეთო პროექტის განხორციელება.

საკითხი 5: ჩვენს ირგვლივ მყოფი ხალისთვის

ღმერთმა აუხილოს თვალები და მისცეს მონანიება ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს.

Protestant.ge