995 571536600 contact@protestant.ge

Благотворительность

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესია ანვითარებს ქველმოქმედების მსახურებას. გვაქვს ჰუმანიტარული პროგრამები საქართველოში მცხოვრები საზოგადოების გაჭირვებული ფენისათვის. აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვა და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, რომლებიც საქრთველოში ახორციელებენ პროექტებს.
რამდენჯერმე გვქონდა ჰუმანიტარული აქცია სურამის ბავშვთა სახლში, სადაც ბავშვებს დავურიგეთ საშობაო საჩუქრები, მსგავსი აქციები მოვაწყვეთ ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქარელისა და ხაშურის რაიონებში. ასევე ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ რამდენიმე უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს. ეკლესიაში პერიოდულად ვაცხადებთ შესაწირავს საქველმოქმედო მსახურებისათვის. ვაგროვებთ ტანსაცმელს, პროდუქტს, ფინანსურ შემოწირულობას, რომელსაც შემდეგ მივმართავთ საზოგადოების გაჭირვებული ფენისკენ.
გვაქვს ავადმყოფთა მონახულების მსახურება. რამდერჯერმე გვქონდა ციხეებში პატიმრების მონახულების მსახურება.
გვაქვს ხედვა საქველმოქმედო მსახურების ფართოდ გასაშლელად, რასაც მოცემულ მომენტში ვაკეთებთ, არის ის მცირედი რაც ამ დროში ეკლესიას შეუძლია გააკეთოს, გვაქვს დიდი სურვილი ეკლესიამ დაიწყოს:
• მშიერთა გამოკვების პროგრამა, უზრუნველყოს დღიური საზრდოთი ყველა ვინც ამას მოკლებულია.
• შევქმნათ სარეაბილიტაციო ცენტრები ნარკომანებისა და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისათვის.
• შევქმნათ სარეაბილიტაციო ცენტრები უდედმამო და უსახლკარო ბავშვებისათვის, არასრულწლოვანი დამნაშავეებისათვის.
• განვავითაროთ პატიმრების მონახულების მსახურება. ჩვენ გვჯერა რომ უფალი გაგვიხსნის გზას თვისი სახელის განსადიდებლად, რომ ვიყოთ ნუგეში გლახაკებისათვის. ლუკ. 4:18-19;