995 571536600 contact@protestant.ge

მსახურებები

“ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად” 2ტიმ. 2:15;
“ასევე ჩვენ მრავალნი ერთ სხეულს შევადგენთ ქრისტეში....” რომ.12:5;
“და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დასძლევს ჯოჯოხეთის ჭიშკარი” მათ.16:18;
იმდენად რამდენადაც ეკლესია ქრისტეს სხეულია, მიგვაჩნია, რომ მისი ყველა რგოლი და ყველა ორგანო უნდა იყოს მოქმედი და ცოცხალი და არა პარალიზებული. ისევე, როგორც ადამიანის ფიზიკურ სხეულში ორგანოები ერთმანეთთან ჰარმონიაში მოქმედებენ და მათი მოქმედებით არის სხეული ცოცხალი და მოქმედი. ეს პრინციპი უნდა მოქმედებდეს სულიერ სხეულშიც ეკლესიაში.
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას აქვს ხედვა ეკლესიის შიგნით შექმნას მძლავრი, ცოცხალი და მოქმედი მსახურებები. რომ ყველა მსახურებას ყავდეს ღმერთისაგან მოწოდებული და ამორჩეული პასუხისმგებელი პირი, რომელიც აიღებს მთლიან პასუხისმგებლობას მსახურების შობაზე, გაზრდაზე და განვითარებაზე.
ჩვენი ხედვაა: ყველა ადგილობრივ ეკლესიის შიგნით შევქმნათ დახლოებით 40 ცოცხალი და მოქმედი მსახურება.
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის მრევლი ასაკობრივად გაყოფილია ოთხ ძირითად კატეგორიად:
1. ბავშვთა მსახურება, მსახურების ეს სფერო მოიცავს ბავშებს 2 წლიდან 13 წლამდე, ბავშვები გადანაწილებული არინ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, სადაც მათ ჰყავთ მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან მათ ბიბლიურ ისტორიებს, ამზადებენ მათ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში ჩასართავად, აწყობენ ექსკურსიებსა და ლაშქრობებს, სხავა სიტყვებით ამზადებენ ბავშვებს საზოგადობასა და ეკლესიაში სრულფასოვნი ჩართვისათვის.
2. ახალგაზრდული მსახურება, მსახურების ეს სფერო აერთიანებს 13 წლიდან 30 წლამდე ახალგაზრდებსა და მოზარდებს. თავისი მრივ ახალგაზრდული მსახურება გაყოფილია ორ ნაწილად. ა) თინეიჯერული მსახურება 13-დან 20 წლამდე. ბ) ახალგაზრდული მსახურება 20-დან 30 წლამდე. მსახურების ეს სფერო ეკლესიის კულტურული ცხოვრების ყველაზე აქტიური ნაწილია.
3. ეკლესიის ძირითადი ნაწილი, ეს სფერო აერთიანებს 30-იდან 50 წლამდე ადამიანებს, ღმერთს ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან ვემსახურებით მაგრამ ეკლესიურ მსახურებზე ძირითადად პასუხისმგებლობას სწორედ ეს ნაწილი იღებს.
4. ოქროს ასაკი 50+, ეს მსახურებაა იმ ხალხისათვის, რომლებიც ასაკით უკვე გადასცდნენ 50 წელს. ისინი იკრიბებიან ერთად და აფუძნებენ საოჯახო ჯგუფებს. და ამით ხელს უწყობენ უკვე ხანში შესული ადამიანების ეკლესიურ მსახურებაში ჩართვას. რათა მთელი ეკლესიის მრევლი იყოს ჩართული ეკლესიის აღმშენებლობაში.