995 571536600 contact@protestant.ge

ანგელოზი ახარებს მწყემსებს ქრისტეს შობას

” მწყემსები იყვნენ მინდვრად, იმ მხარეში. ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ და უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და დიდი შიშით შეშინდნენ. უთხრა მათ ანგელოზმა: “ნუ გეშინიათ, აჰა, დიდ სიხარულს გახარებთ, რომელიც მთელი ხალხისთვის იქნება: ვინაიდან მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი, იშვა თქვენთვის დღეს, დავითის ქალაქში. ეს იქნება ნიშანი თქვენთვის: იპოვით ყრმას შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს”. და უეცრად დიდძალი ციური ლაშქარი გაჩნდა ანგელოზთან ერთად, ღმერთს აქებდნენ და ამბობდნენ: “დიდება მაღალთა შინა ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ღმერთისათვის სათნო ადამიანებს!” ანგელოზები ზეცად რომ ამაღლდნენ, უთხრეს მწყემსებმა ერთმანეთს: “წავიდეთ ბეთლემში და ვნახოთ რაც მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა”.

ლუკ.2:8-15;