995 571536600 contact@protestant.ge

ქველმოქმედება

 “სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ, რადგან თავის დროზე მოვიმკით თუ არ მოვიქანცებით!
მაშასადამე, სანამ დრო გვაქვს, ყველასთვის კეთილი ვაკეთოთ; განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მორწმუნეა.”  გალატ. 6:9-10;
 “არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და მოზიარეობა, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღმერთისთვის.” ებრ.13-16;
“მდიდრებს ამ წუთისოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, ნურც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ – ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად,
ქველმოქმედებისა და კეთილი საქმეებით გამდიდრებისთვის, რათა გულუხვნი იყვნენ და გამზიარებელნი.” 1ტიმ. 6:17-18;
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესია ანვითარებს ქველმოქმედების მსახურებას. გვაქვს ჰუმანიტარული პროგრამები საქართველოში მცხოვრები საზოგადოების გაჭირვებული ფენისათვის.
ასევე ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ რამდენიმე უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს. ეკლესიაში პერიოდულად ვაცხადებთ შესაწირავს საქველმოქმედო მსახურებისათვის. ვაგროვებთ ტანსაცმელს, პროდუქტს, ფინანსურ შემოწირულობას, რომელსაც შემდეგ მივმართავთ საზოგადოების გაჭირვებული ფენისკენ.
გვაქვს ავადმყოფთა მონახულების მსახურება. რამდერჯერმე გვქონდა ციხეებში პატიმრების მონახულების მსახურება.
გვაქვს ხედვა საქველმოქმედო მსახურების ფართოდ გასაშლელად, რასაც მოცემულ მომენტში ვაკეთებთ, არის ის მცირედი რაც ამ დროში ეკლესიას შეუძლია გააკეთოს, გვაქვს დიდი სურვილი ეკლესიამ დაიწყოს:
მშიერთა გამოკვების პროგრამა, უზრუნველყოს დღიური საზრდოთი ყველა ვინც ამას მოკლებულია.
შევქმნათ სარეაბილიტაციო ცენტრები ნარკომანებისა და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისათვის.
შევქმნათ სარეაბილიტაციო ცენტრები უდედმამო და უსახლკარო ბავშვებისათვის, არასრულწლოვანი დამნაშავეებისათვის.
განვავითაროთ პატიმრების მონახულების მსახურება.
ჩვენ გვჯერა რომ უფალი გაგვიხსნის გზას თვისი სახელის განსადიდებლად, რომ ვიყოთ ნუგეში გლახაკებისათვის ლუკ 4:18-19;