995 571536600 contact@protestant.ge

ლოცვითი საკითხები ქ. გორში

ლოცვის საკითხები

ვლოცულობთ!

  1. ეკლესია– წარიმართოს ღმერთის სულის მართველობით. ის იყოს ამ დროში, ამ დედამიწაზე, ღმერთის სიტყვის მომსმენი და თაყვანისმცემელი. (მათ16:18) (იოანე4:24) (2რჯ28)
  2. პასტორებისთვის მათი დაცვისთვის, „ღმერთმა მისცეს მათ სიბრძნისა და გამოცხადების სული, რათა ჰქონდეთ სწორი ხედვა ეკლესიის აღმშენებლობისთვის (ეფ5:26,27) (საქ.20:28) (ეფ. 6:18,19)
  3. ლიდერები და მსახურები რომ იყვნენ მიძღვნილი სანდომიანი „ღმერთის სიტყვით და სულით მომართულნი „ვთხოვთ ღმერთს რომ გამრავლდეს მუშები სამკალში (რომ12:1,2)
  4. გორში სამლოცველო სახლის მშენებლობისთვის, რომ გამოჩნდეს ფინანსური წყაროები მშენებლობის წარმატებით დასრულებისთვის. ანგია. 2:8; მომუშავეების დაცვისა და მფარველობისთვის.
  5. რაიონებში მსახურებისთვის, რუსთავი, თბილისი, ხაშური, ქარელი, კარალეთი აღაიანი. მათი განვითარებისათვის რომ ღმერთმა წამოაყენოს ძლიერი ლიდერები და მახურები
  6. ფინანსები-ეკლესია იყოს მეათედში და შესაწირავში – ერთგული. ღმერთმა წამოაყენოს ეკლესიაში ერთგული და ღვთისმოშიში ბიზნესმენები და გაიხსნას ფინანსური წყაროები (მალაქ 3:8-12) (2რჯ16:16-18) (ლუკა6:38) (დაბ8:22)
  7. ახალგაზრდები, თინეიჯერები და ბავშვები – მოვიდეს მათში წყურვილი ღმერთის სიტყვისა რათა უხვად დამკვიდრდეს ღმერთს სიტყვა მათში (კოლ3:16) (ფს126:3,4) (მარკ10:13-16)  ღმერთმა წამოაყენოს ღვთის მოშიში ახალგაზრდა ლიდერები.
  8. მთავრობა და ხელისუფლება-ღმერთმა მისცეს სიბრძნე და გონიერება, იყვნენ ღვთისმოშიშნი, და ქვეყნისათვის კურთხევის მომტანნი, რათა ღვთისშვილებმა მშვიდობიანად იცხოვრონ (რომ13) (იერმ19:7)
  9. ჩვენი ახლობლებისათვის – ვევედროთ ღმერთს რომ გაიხსნას მათი გულები და მოვიდეს მათში სრული სინათლე ცოცხალი ღმერთისა (1ტიმ5:8)
  10. დაღუპული ქვეყნიერებისათვის – მოვიდეს ცოცხალი ღმერთის შემეცნება  რათა ყველა გადარჩეს და მიაღწიონ ჭეშმარიტების შემეცნებას (1ტიმ1:15) (1ტიმ2:4)
  11. ავადმყოფებისათვის – ღმერთმა მისცეს მათ შემეცნება იმისა, რომ ისინი იესოს ჭრილობებში განკურნებულები არიან, განუმტკიცეთ რწმენა და ნდობა ცოცხალი ღმერთისადმი (ესაია 53:4-5) (1პეტრე2:24)
  12. ცრუ წინასწარმეტყველების და ცრუ მოძღვრების წინააღმდეგ – (2ტიმ3:5) (იერ23:9-40)

ღმერთმა დაგლოცოთ !

უკან დაბრუნება