995 571536600 contact@protestant.ge

ახალგაზრდობა.

“ვითარცა ისრები გმირის ხელში ისეა ახალგაზრდა თაობა” ფსალ.126:4;
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია ძირითადად არის ახალგაზრდული ეკლესია. მიგვაჩნია რომ ახალგაზრდული ასაკი ესაა დრო როცა ადამიანს შეუძლია გაცილებით მეტი გააკეთოს შემომქმედისათვის, ვიდრე ოდესმე. ასევე ვიცით, რომ სწორედ ახალგაზრდულ ასაკში, ემუქრება ადამიანს ძალიან ბევრი საცდური და მახე: არასრულწლოვანთა დამნაშავეობა, ნარკომანია, მრუშობა, ძალადობა, ალკოჰოლიზმი, თავისუფალი სექსუალური ცხოვრების პროპაგანდა, ოჯახური ცხოვრების უარყოფა და სხვა. სწორედ ეს სფეროებია დღეს ყველაზე მეტად რეკლამირებული და შეგნებულად თუ შეუგნებლად, ეწევა პროპაგანდა თანამედროვე მუსიკით, კინოთი, თეატრით და სხვა საშუალებებით.
წმინდა წერილი სვამს კითხვას: “რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმინდე თავისი გზისა?…..”  ფსალ. 118:9; და იქვე მე-11-ე მუხლი პასუხობს: “გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.
ჩვენი ხედვაა ძლიერი ახალგაზრდული ქრისტიანული მოძრაობის შექმნა.  გვჯერა, რომ ყველა ახალგაზრდას და ბავშვს აქვს მიცემული ნიჭი და კონკრეტული მოწოდება, რომელსაც ძალიან ბერი ახალგაზრდა ვერ ანვითარებს და მავნე ზეგავლენების ზეწოლის ქვეშ კარგავს მოწოდებას. ყველა ბავშვს და ახალგაზრდას აქვს უფლება განავითაროს თავისი ნიჭი და მოწოდება. იპოვონ თვისი თავი საზოგადოებასა და ეკლესიაში