995 571536600 contact@protestant.ge

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია მსახურების დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

თითქმის მთელს მსოფლიოში covid-19-ის გავრცელებისა და პანდემიის გამო, ჯერ კიდევ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა ყველა საჯარო მსახურება და გადავიდა მსახურების დისტანციურ რეჟიმზე. რაც გამიხატება მსახურებების ონლაინ რეჟიმში ჩატარებასა და აქტიური ლოცვითი ქსელის შექმნაში.
აღნიშნული ნაკარნახევია პანდემიის მზარდი საფრთხიდან, რადგან ეკლესიაში დადიან რწმენაში უძლური ადამიანებიც და გაუფრთხილებლობის გამო ეკლესია არ შეიძლება გახდეს ვირუსის გამავრცელებელი. ასევე რომ.13:5; “ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელიფლებას”.
გამომდინარე ზემოთ თქმულიდან, მოვუწოდებთ ეკლესიის მრევლს და მსახურთა დასს, გამოიჩინონ მოთმინება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ვილოცოთ ჩვენი უფლის მიმართ, რომ ამ ძნელ დროში დაგვიცვას და დაგვიფაროს უფლის მადლმა.