995 571536600 contact@protestant.ge

ქება-დიდება.

ადიდეთ უფალი! ადიდეთ ღმერთი თავის საწმიდარში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების სიმყარეში.
ადიდეთ იგი მისი ძლიერი საქმეებისთვის, ადიდეთ იგი მისი განუზომელი სიდიადისთვის.
ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.
ადიდეთ იგი დაირითა და ცეკვით, ადიდეთ იგი სიმებითა და სტვირით.
ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით.ყოველმა სუნთქვის მქონემ ადიდოს უფალი! ადიდეთ უფალი!  ფსალ. 150;

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესის ქებადიდების ჯგუფი ეკლესიასთან ერთად ჩამოყალიბდა და ეკლესიასთან ერთად იზრდებოდა და ვითარდებოდა.
ქებადიდების ჯგუფი შესდგება, მუსიკოსების, მომღერლების(ვოკალისტები) გუნდის და ტექნიკკური მხარდაჭერის ჯგუფისაგან.
ღმერთის სადიდებელ და თაყვანისცემის სიმღერებს ქება დიდების ჯგუფი ასრულებს ცოცხალი მუსისკის საშუალებით,  ჩვენ ვცდილობთ განვადიდოთ უფალი, როგორც კარგი სწორად დაყენებული ხმებით ასევე სწორი, გემოვნებიანი მუსიკით.
ქებადიდების ჯგუფი დაკომფლექტებულია ნიჭით დაჯილდოვებული ღმერთზე მიძღვნილი პიროვნებებით, ისინი უძღვებიან მთელ ეკლესიას ღმერთის განდიდებაში. და ქმნიან, როგორც სულიერად, ემოციონალურ ასევე ვიზუალურ ქებადიდების ატმოსფეროს, რომ ადამიანები გახსნილები აღმოჩდნენ ღმერთის სიტყვის მისაღებად ეკლესიაში.