995 571536600 contact@protestant.ge

ღვთის სახლის მშენებლობა

“მაშინ გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: “შენი სახლის შური შემჭამს მე”. იოან. 2;17
 “მოხედე შენი მსახურის ლოცვასა და ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, და ისმინე ღაღადი, რომლითაც ლოცულობს მსახური შენი შენ წინაშე. რათა დღე და ღამ მიპყრობილი იყოს შენი თვალები ამ სახლზე, იმ ადგილისკენ, რომელზეც გაქვს ნათქვამი, რომ იქ დაამკვიდრებდი შენს სახელს, იმ ლოცვის მოსასმენად, რომლითაც ილოცებს შენი მსახური ამ ადგილზე. უსმინე შენი მსახურისა და შენი ხალხის, ისრაელის ვედრებას, როდესაც ილოცებენ ამ ადგილზე, ისმინე ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან; და როცა მოისმენ – შეგვიწყალე. თუ მოყვასთაგან შესცოდოს ერთმა მეორეს და წყევლა აღევლინება ჩადენილის გამო ამ სახლში, შენი სამსხვერპლოს წინაშე, ისმინე ზეციდან, აღასრულე სამართალი და განიკითხე შენი მსახურნი, რათა თავისი ქმედებისამებრ მიაგო ბოროტს, მართალი კი გაამართლო და მისი სიმართლის მიხედვით მიუზღო. თუ შენი ხალხი, ისრაელი, მტერთან დამარცხდება, რადგან შეგცოდა, მერე კი მობრუნდება და შეაქებს შენს სახელს, ილოცებს და წყალობას გთხოვს აქ, ამ სახლში, მაშინ მოუსმინე ზეციდან, აპატიე შენს ხალხს, ისრაელს, ცოდვა და დააბრუნე ისინი იმ ქვეყანაში, რომელიც მათთვის და მათი მამებისთვის გაქვს მიცემული.” 2ნეშტ.6:19-25;
 “ჩემს წმიდა მთაზე მივიყვან და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ; სასურველი იქნება მათი სრულადდასაწველები და მსხვერპლები ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემს სახლს სამლოცველო სახლი დაერქმევა ყველა ხალხისათვის”. ესაია.56:7;
“ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ეს ხალხი ამბობს, ჯერ არ დამდგარაო უფლის სახლის აშენების დრო. და იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის მიერ: იმის დრო ხომ დადგა, რომ შეფიცრულ სახლებში ცხოვრობდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?” ანგია. 1:2-4;
“ადით მთაზე, მორები აიტანეთ და ხელახლა ააშენეთ ტაძარი. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები – ამბობს უფალი.” ანგია. 1:8;