995 571536600 contact@protestant.ge

ქ. ხაშური

გალერეა

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია ქ. ხაშურში თავის დასაწყისს იღებს XX საუკუნის ბოლოდან. პასტორ  შმაგი ჭანკვეტაძე ღმერთის მოწოდებით ქ.ჭიათურიდან ჩამოვიდა ხაშურში და მოხდა პირველი საოჯახო ჯგუფის ორგანიზება, რამდენიმე წლის განმავლობაში ეკლესია იკრიბებოდა სახლის პირობებში, მხოლოდ 2002 წელს მოვახეხეთ ქ. ხაშურში რკინიგზის კულტურის სახლში ერთი ოთახის არენდის აღება, სადაც ეკესიამ დაიწყო თავისი საქმიანობის გაფართოება. აქვე მოეწყო ქალაქ ხაშურში პირველი ბიბლიის სკოლის მოწყობა. ეკლესიას რთულ ეკონომიკურ და გარემო პირობებში უწევდა საქმიანობა, მაგრამ მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა 2005 წელს ჩვენ მოვახერხეთ ქ. ხაშურში ლომოურის ქუჩაზე ძველი ამოტიზებული შენობა ნაგებობის შეძენა საკუთრებაში, რომელსაც მოსახლეობა ნაგავსაყრელად იყენებდა. ეს დიდი გამარჯვება იყო ჩვენთვის. ჩვენ დიდი ერთგულებით და ენთუზიაზმით შევუდექით საქმეს, გავასუფთავეთ ტერიტორია ნარჩენებისაგან. მოვახერხეთ მისი შემოღობვა და დაცვა, მოვახდინეთ შენობის გადახურვა და შელესვა ქვიშა ცემენტით, ასევე ეკლესიის შენობაში შევიყვანეთ კომუნიკაციები. დღეისათვის ჩვენი სამოცველო იმყოფება ეგრეთწოდებული შავი კარკასის მდგომარეობაში და საჭიროებს მოსაპირკეთებელი სამუსაოების ჩატარებას. ჩვენ გადავწყვიტეთ, არ ჩაგვედო ჩვენს ხელთ არსებული თანხა, ეკლესიისათვის საჭირო რომელიმე შენობის იჯარით აღების საქმეში, არამედ თითოეული თეთრი მიგვემართა ჩვენი შენობა ნაგებობის აღგდენასა და მოპირკეთებაში. ასე რომ დღეისათვის ჩვენ მსახურებებს ვატარებთ ჩვენს შენობაში ეგრეთწოდებული შავი კარკასის პირობებში, მაგრამ ვლოცულობთ და გვაქვს უფლის იმედი, რომ ღმერთი დაგვეხმარება ჩვენი სამლოცველოს მშენებლობის მალე დამთავრებაში და ეკლესია განაგრძობს სრულფასოვან საქმიანობას.
შეგიძლიათ შეწიროთ მარტივად პეიპალ სისტემის მეშვეობით, ამისთვის  გადადით ლინკზე  (თუ არ ხართ დარეგისტრირებული პეიპალ-ზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 5 წუთში)
ან შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვა:
ლარის ანგარიშის რეკვიზიტები;   აშშ დოლარის ანგარიშის რეკვიზიტები;  ევროს ანგარიშის რეკვიზიტები; 
აუცილებლად მიუთითოთ შემოწირულობის მიზანში “შესაწირავი ქ. ხაშურის ეკლესიისთვის”.