995 571536600 contact@protestant.ge

ხედვა

ჩვენი ხედვაა:
• დიდებული ეკლესია, ეფეს 6:27 ჩვენი საქმიანობა მიმართულია იქით, რომ ეკლესია იყოს დიდებული, ძლიერი, ორგანიზებული, მოქნილი სხეული ღმერთის ნების მოპასუხე და განმხორციელებელი, როგორც არმია მთავარსარდლის მიმაღთ.
• რომ ყველა გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას 1ტიმ 2:3-4; გვსურს შევაიარაღოთ ადამიანები ჭეშმარიტების შემეცნებით, ჩვენ ღმერთისაგან გვაქვს სიტყვა არა უბრალოთ ვიქადაგოთ ღმერთის სიტყვა, არამედ დავაფუძნოთ ძლიერი ბიბლიური ცენტრები სადაც მოვამზადებთ ლიდერებსა და მსახურებს მომავალი მსახურებისათვის. თავისი საქმიანობით ეკლესია აჩვენებს ადამიანებს ღმერთის უსაზღვრო სიყვარულს, წარმოუდგენს მათ ღმერთს, როგორც მამა, იესოს როგორც ცხებულს საჭიროებაში მყოფთა დასხმარებლად ლუკ 4:18-19;
• დავითის დაცემული კარვის აღდგენა საქ 15:16, მიქ 9:11; ჩვენი ხედვაა შევასრულოთ წინასწარმეტყველება, რომ ეკლესია გახდეს ქებადიდების ტაძარი, საიდანაც იქნება აღვლენილი უფლის ქებადიდება განუწყვეტლივ ჩვენ გვსურს არა მარტო სიმღერებით და მუსიკით განვადიდოთ უფალი, არამედ ადმიანთა ცხოვრებაში განდიდდეს მისი დიდებული სახელი. ვასწავლოთ ადამიანებს ცხოვრება გამარჯვებული ცხოვრებით.
• მისიონერული ეკლესია ჩვენ გვჯერა უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის და გვსურს გავიგოთ და შევასრულოთ მისი სურვილი: მარკ 16:15-16; "უთხრა მათ: "წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება.ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება; ხოლო, ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდადებული იქნება."
საქ 1:8;"არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე”.
ჩვენი ხედვაა, დავაფუძნოთ ძლიერი ბიბლიური მისიონერული ცენტრები, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ასევე საზღვარგარეთ, ჩვენი ხედვაა მსოფლიო მისიონერულ მკაში მონაწილეობა და გვსურს წავიღოთ უფალ იესოს სიტყვები სამყაროს კიდემდე.

სულიერი ცენტრები

  საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას დღეისათვის დაფუძნებული აქვს ორი სულიერი ბიბლიური ცენტრი, ქალაქ რუსთავსა და ქალაქ გორში. სადაც ვანვითარებთ მსახურებას, ვამზადებთ მსახურებს და ლიდერებს, მომავალი მსახურების გასაშლელად და ხედვის განსახორციელებლად.

მუშაკების მომზადება

 “მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს: “სამკალი ბევრია, მუშაკნი კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში”.” მათ. 9:37-38;
  “რადგან ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება. მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს, როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე? და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც წერია: “რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!” რომ.10:13-15;
  ვიღწვით მუშაკების მოსამზადებლად.

ხედვის ექსპორტი

  “ქვეყანაზე ცეცხლის დასანთებად მოვედი და როგორ მინდა, რომ უკვე ენთოს.” ლუკა. 12:49; უფლის ნებაა წავიღოთ მისი გზავნილი სამყაროს კიდემდე. მას სურს ეს ცეცხლი მთელ სამყაროს მოედოს. ჩვენ გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ დიდ მისიაში.

ყოველივე სიყვარულში

“უპირველეს ყოვლისა კი, იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს.” 1 პტრ.4:8;
  “თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნია, მაშინ მხოლოდ ჟღარუნა რვალი ვარ ან წკრიალა წინწილა. წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი ცოდნა, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი. მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არაფერი სარგებელი მაქვს.” 1კორ. 13:1-3;
  ვცდილობთ ვაკეთოთ ყველაფერი ულისადმი და მოყვასისადმი უანგარო სიყვარულით.