995 571536600 contact@protestant.ge

NDI-კვლევის თანახმად კვლავ შემცირდა მათი რიცხვი, ვინც ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, 2015 წლის შემდეგ, მათი რიცხვი, ვინც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებდა, ყოველწლიურად მცირდება.
კერძოდ, კითხვაზე, “როგორ შეაფასებდით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას”, 2015 წლის აპრილში გამოკითხულთა 75% პასუხობდა, რომ “კარგად”. ეს მაჩვენებელი 72%-მდე ჩამოვიდა 2016 წლის მარტში, 58%-მდე – 2017 წლის აპრილში, ხოლო ახლა – 56%-ია.
ამასთან, მოიმატა მათმა რიცხვმა, ვინც “ცუდად” აფასებს ეკლესიის საქმიანობას. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 2% იყო, ხოლო 2018 წელს – 8%-ია.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

Leave a Reply