Creed

Apostles' Creed

download-10 I believe in God, the Father almighty, creator of heaven and earth. I believe in Jesus Christ, his only Son, our Lord, who was conceived by the Holy Spirit and born of the virgin Mary.  He suffered under Pontius Pilate,  was crucified, died, and was buried;  he descended to hell. The third day he rose again from the dead.  He ascended to heaven  and is seated at the right hand of God the Father almighty. From there he will come to judge the living and the dead. I believe in the Holy Spirit,  the holy catholic* church the communion of saints,  the forgiveness of sins, the resurrection of the body and the life everlasting. Amen.  *that is, the true Christian church of all times and all places

ნიკეა-კონსტანტინეპოლის სიმბოლო

download-10

  გვწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისამპყრობელი, შემოქმედი ცისა და ქვეყანისა, ყოველი ხილულისა და უხილავისა, და ერთი უფალი იესო ქრისტე, მხოლოდშობილი მამისაგან საუკუნეთა უწინ, ნათელი – ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი – ჭეშმარიტი ღმერთისაგან, დაბადებული არა შექმნილი, მამასთან თანაარსი, (ჰომოოუსიოს), მისგან წარმოიშვა ყოველივე. ჩვენთვის და ჩვენი ხსნისათვის ჩამოვიდა იგი ზეციდან, ხორცი შეისხა სულიწმინდისაგან და ქალწულ მარიამისაგან და გახდა კაცი, პონტოელი პილატეს დროს იქნა ჯვარცმული ჩვენი გულისათვის, იტანჯა და დამარხული იქნა. მესამე დღეს ის აღდგა წერილის მიხედვით და ამაღლდა ზეცაში. ის ზის მამის მარჯვნივ და მოვა კვლავ დიდებით, რომ გაასამართლოს ცოცხლები და მკვდრები, მის მეფობას არ ექნება დასასრული.
  და სულიწმინდა უფალი მაცოცხლებელი, გამომავალი მამისაგან (და ძისაგან) დასვლეთის ეკლესიები. მამასთან და ძესთან ერთად ის ღირსია თაყვანისცემისა და ქებადიდებისა. ის ლაპარაკობს წინასწარმეტყველების მეშვეობით; და მხოლოდ ერთ, წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიაში.
  ჩვენ ვაღიარებთ ერთ ნათლობას ცოდვების მისატევებლად, ჩვენ ველოდებით მკვდრეთით აღდგომას და საუკუნო სიცოცხლის დადგომას. ამინ.”

images-4ჩვენი რწმენის აღსარება

   ეს არის ბიბლიური დოქტრინის აღსარება, რომელიც სჯერათ და ისწავლება მორწმუნეების მიერ  „საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესია“-ში.
რწმენის ამ აღსარების  წყარო არის ბიბლია და არის სულ თანხმობაში ქრისტეს დოქტრინების ძირითად პრინციპებთან.
1. ჩვენ გვწამს … მთელი ბიბლია არის ღვთივსულიერი და აბსოლუტური ავტორიტეტი რწმენისა და ქცევის საკითხებში, რომ ბიბლია ღვთისგან შთაგონებული და ინსპირირებული ღვთის სიტყვაა.  (2 ტიმოთე. 3:16; 2 პეტრე 1: 19-21, 2პეტრ).
2. ჩვენ გვწამს … წმიდა, ერთარსი, განუყოფელი, სამპიროვანი ღმერთი: მამა, ძე და სულიწმიდა,  რომ არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, მარად არსი.  (ეფესელთა 4: 5-6; 1კორინთელთა 8:16; დაბადება 1:26; მათე 3: 16-17; 1იოან. 5:7; 2კორ. 13:13).
3. ჩვენ გვწამს …ქრისტეს ღვთაებრივობის (იოანე.1: 1-4; იოანე10: 30; ებრაელები 1: 1-5).
ა. ის დაიბადა ქალწულისაგან  (მათე 1: 18-25; ლუკა 1: 30-35).
ბ. ის ჩაფიქრებული იყო, სულიწმინდის მიერ (მათე 1: 18-25; ლუკა. 1: 30-35).
გ. ის აღესრულა ჯვარზე. (იოანე 19: 30-35).
დ. ის აღდგა მკვდრეთით სხეულით (იოანე 20: 25-29; ლუკა. 24: 36-40).
ე. ის სხეულითვე ამაღლდა ზეცად  (1 თესალონიკელები 4: 6-17; მათე 24: 29-30).
4. ჩვენ გვწამს …  ეკლესიის ზეატაცების და ქრისტეს მეორედ მოსვლის (1თესალონიკელთა 4: 16-17; მათე 24: 29-30)
5. ჩვენ გვწამს… ადამიანი შექმნისას იყო მართალი და უცოდველი, მაგრამ ურჩობის გამო დაკარგა სიმართლე და გახდა ცოდვილი, რის გამოც მას სჭირდება ხსნა. (ეკლ. 7:29; რომ. 5:12;)
6. ჩვენ გვწამს … ღმერთმა განიზრახა ადამიანის გადარჩენა, წმიდა სამების მეორე პირი იესო ქრისტე, ღმერთის ძე მოვიდა ამ ქვეყნად, როგორც ქვეყნიერების მხსნელი, ჯვარს ეცვა ადამიანთა ცოდვებისთვის, მკვდრეთით აღდგა, ამაღლდა და კვლავ მოვა ეკლესიისთვის და მარადიული განკითხვისთვის. (იოან. 3:16; 1კორ. 15:3,4; საქმე. 1:9-11; საქმე. 17:31;)
7. ჩვენ გვწამს… რომ ცოდვისაგან განწმენდის ერთადერთი საშუალება არის მონანიება და რწმენა იესოს ძვირფასი სისხლისა, რომ ადამიანი გადარჩება მადლით, რწმენის საშუალებით, საქმეებისაგან დამოუკიდებლად.  (საქმეები 3:19; ლუკა 24; 47; ეფესელთა 1:7;  რომ. 3:20-24; ეფ. 2:8-9).
8. ჩვენ გვწამს … ზეციდან შობა სულიწმინდის ძალით, ღვთის სიტყვის მეშვეობით აუცილებელია ხსნისათვის, იესო ქრისტეს რწმენა ცვლის ადამიანის გულს, ანახლებს მის ცხოვრებას და წარმოშობს მასში კეთილ საქმეებს ღვთის სადიდებლად. (2კორ. 5:17; იოან.3:3-6; ტიტე 2: 5; იოანე. 3: 3-5; ეფესოელები 5: 25-27).
9. ჩვენ გვწამს … წყლით ნათლობა არის ახალი აღთქმის საიდუმლოება, დადგენილი იესო ქრისტეს მიერ. ყოველმა, ვისაც სწამს იესო ქრისტე, უნდა აღიაროს საჯაროდ თავისი რწმენა წყლით ნათლობის საშუალებით. (მათ. 28:19; მარკ. 16:15,16;)
10. ჩვენ გვწამს… ზიარება არის ახალი აღთქმის საიდუმლოება, დადგენილი იესო ქრისტეს მიერ. ზიარება უნდა სრულდებოდეს ეკლესიაში წუთისოფლის აღსასრულამდე, როგორც გახსენება უფალ იესოს ჯვარზე სიკვდილისა ადამიანთა ცოდვებისთვის. (მათ. 26:26-28; 1კორ. 11:23-26;)
11. ჩვენ გვწამს… რომ ჯვარზე ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლი უზრუნველყოფს სხეულის განკურნებას, სულის (სამშვინველის) ხსნას,  ყველასათვის, ვისაც სწამს. (1 პეტრე 2:24; საქმეები 3:16; საქმეები 9: 32-35).
12. ჩვენ გვწამს … სულიწმიდა არის წმიდა სამების მესამე პირი, რომელიც რჩება იესო ქრისტეს მორწმუნესთან და ავლენს თავს თავისი ნაყოფებითა და ნიჭებით. სულიწმიდით ნათლობა არის ძალა მაღლიდან, რომელიც ეკუთვნის ყველა მორწმუნეს, რომ როდესაც ინდივიდი იღებს სულიწმინდას, იგი იღებს ღვთაებრივ უზრუნველყოფას ქრისტიანული მსახურებისათვის და მოწმობისათვის. (საქმეები 1: 8; 2: 4; 3: 1-26; 4: 5-12; იოან. 14:16,17; 1კორ. 12:1-2, 14:1; გალ. 5:22,23; საქმე. 1:8, 2:1-4;).
13. ჩვენ გვწამს … სულიწმინდის განწმენდი ძალის.  (რომაელები 15:16; 1 კორინთელები 6:11).
14. ჩვენ გვწამს … რომ საბოლოო მკვდრეთით აღდგომისას აღდგებიან საუკუნო სიცოცხლისთვის, შემონახულნიც და დაკარგულნიც;  ხოლო ეს უკანასკნელი აღდგებიან საუკუნო სასამართლოსთვის. (გამოცხ.20: 11- 15; 1 კორინთელთა 15; 12-13).
15. ჩვენ გვწამს… ყველა ქრისტიანის ვალდებულება არის რეგულარული ურთიერთობა ერთმანეთთან, როგორც, პირველ რიგში, ადგილობრივი ეკლესიის, ასევე მსოფლიოს ქრისტიანებთან. (ებრ. 10:25; ეფ. 3:18;).
16. ჩვენ გვწამს… საერო ხელისუფლება არის ღმერთის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტი. აუცილებელია ხელისუფალთა და მთავრობათა მხარდაჭერა ლოცვით, ამასთან, მათდამი მორჩილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ეწინააღმდეგება ღმერთის ნებას. (1პეტრ. 2:13-17; რომ. 13:1-7;).
17. ჩვენ გვწამს… ეკლესიის უდიდესი პასუხისმგებლობა არის მახარებლობა. იესო ქრისტემ დაავალა ეკლესიას სახარების ქადაგება ყოველი ქმნილებისთვის. (მათ. 28:19; მარ. 16:15;)