youth

  “ვითარცა ისრები გმირის ხელში ისეა ახალგაზრდა თაობა” ფსალ.126:4;
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია ძირითადად არის ახალგაზრდული ეკლესია. მიგვაჩნია რომ ახალგაზრდული ასაკი ესაა დრო როცა ადამიანს შეუძლია გაცილებით მეტი გააკეთოს შემომქმედისათვის, ვიდრე ოდესმე. ასევე ვიცით, რომ სწორედ ახალგაზრდულ ასაკში, ემუქრება ადამიანს ძალიან ბევრი საცდური და მახე: არასრულწლოვანთა დამნაშავეობა, ნარკომანია, მრუშობა, ძალადობა, ალკოჰოლიზმი, თავისუფალი სექსუალური ცხოვრების პროპაგანდა, ოჯახური ცხოვრების უარყოფა და სხვა. სწორედ ეს სფეროებია დღეს ყველაზე მეტად რეკლამირებული და შეგნებულად თუ შეუგნებლად, ეწევა პროპაგანდა თანამედროვე მუსიკით, კინოთი, თეატრით და სხვა საშუალებებით.
წმინდა წერილი სვამს კითხვას: “რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმინდე თავისი გზისა?…..”  ფსალ. 118:9; და იქვე მე-11-ე მუხლი პასუხობს: “გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.”
ჩვენი ხედვაა ძლიერი ახალგაზრდული ქრისტიანული მოძრაობის შექმნა.  გვჯერა, რომ ყველა ახალგაზრდას და ბავშვს აქვს მიცემული ნიჭი და კონკრეტული მოწოდება, რომელსაც ძალიან ბერი ახალგაზრდა ვერ ანვითარებს და მავნე ზეგავლენების ზეწოლის ქვეშ კარგავს მოწოდებას. ყველა ბავშვს და ახალგაზრდას აქვს უფლება განავითაროს თავისი ნიჭი და მოწოდება. იპოვონ თვისი თავი საზოგადოებასა და ეკლესიაში.
ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ახალგაზრდებს თავისი ნიჭის და მოწოდების განვითარებაში, რათა ისინი გახდნენ ეკლესიის და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. დავამკვიდროთ          ახალგაზრდებში ქრისტიანული ღირებულებები. ამისათვის საჭიროა:
ა) აღვჭურვოთ ახალგაზრდობა და მოზარდები რწმენის სიტყვით, დავეხმაროთ ჩამოიყალიბონ სწორი შეხედულებები ცხოვრებისეულ საკითხებზე, ღმერთის ნებაა, რომ თითოეული ბავშვი და ახალგაზრდა იზრდებოდეს ჯანმრთელი დარწმუნებით თავის თავში, იმის ცოდნით, თუ ვინ არის იგი ქრისტეში, რომ იგი არ არის საზოგადოების ნარჩენი.
ბ) ვაჩვენოთ მათ ნორმალური ქრისტიანული ცხოვრების წესი პირად მაგალითზე.
გ) ვასწავლოთ მათ, ეს ნიშნავს არა მარტო ველაპარაკოთ მათ, არამედ ვავარჯიშოთ,  გავწრთვნათ ისინი, რომ შეძლონ რეალიზება საკუთარი თავისა, ნიჭისა და  შესძლებლობებისა.
დ) დავეხმაროთ მათ შექმნან მყარი ძლიერი ღმერთის ნებაზე დამყარებული ოჯახები. იყვნენ მომზადებულები ოჯახური ცხოვრებისათვის, ბიჭები როგორც ოჯახის თავები მმართველები, გოგონები კი როგორც გონიერი ღვთის მოსავი თავისი ქმრის მორჩილი ცოლები.
გვსურს ახალგაზრდებს მივაწოდოთ ღმერტის სიტყვა მათთვის გასაგებ აღქმად ენაზე, ჩვენ ვთავაზობთ ახალგაზრდებს არა რელიგიას, არამედ საღ გასაგებ მოძღვრებას. ჩვენ ვფიქრობთ რომ ხელოვნება საუკეთესო საშუალებაა, ახალგაზრდდებისათვის ღმერთის სიტყვის გასაგებ ენაზე მისატანად და ვცდილობთ უზენაესის ნება მივიტანოთ ახალგაზრდობამდე მუსიკით, ქორეოგრაფიით, თეატრით, მუსიკალური სპექტაკლებით და ა.შ.
ჩვენ გვჯერა რომ უზენაესის ნება ქმნილებათა განხილვით დაინახება რომ 1:19-20; ამიტომ ჩვენ ვაწყობთ ახალგაზრდულ ლაშქრობებს  და ბანაკებს. ველური ბუნების წიაღში კოცონის ირგვლივ ვმართავთ დისკუსიებს სხვადასხვა თემებზე, რომელშიდაც ერთვებიან ახალგაზრდები და გამოხატავენ თავის აზრს, ასევე ისმენენ უფრო თავისუფალ და შინაურულ გარემოში  თუ რა აზრი აქვს ეკლესიას და რატომ აქვს ეს აზრი ამა თუ იმ საკითხებზე.
ჩვენი მიზანია ძლიერი ახალგაზრდული მოძრაობის შექმნა და ახალგაზრდების დახსნა, თაობათა შორის გაუგებრობიდან, ბოროტის მავნე ზეგავლენისაგან: ნარკომანია, სექსუალური გარყვნილება, ალკოჰოლიზმი, კრიმინალი და ასე შემდეგ.