995 571536600 contact@protestant.ge

კონსტიტუცია

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია

1. მოცემული ეკლესიის წევრი შეიძლება იყოს:
1:1. ის ვინც იშვა ზეციდან (იონ 3:3-5) და მიიღო წყლით ნათლობა (მარკ 16:16).
1:2. ის ვინც აღიარებს მოცემულ ეკლესიას როგორც ღვთის ეკლესიას.
1:3. ის, ვინც ეთანხმება ეკლესიის სწავლებას და მოცემულ წესდებას.

2. ეკლესიის წევრი ვალდებულია:
2:1 შეძლებისდაგვარად დაესწროს რეგულარულად ყველა მსახურებას და ღონისძიებას
(ფესტივალებს, კონფერენციებს და ასე შემდეგ), რომელსაც ატარებს ეკლესია (ებრ 10:25).
2:2. მიიღოს აქტიური მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში: სახლის ჯგუფებში, ეკლესიის
მსახურებებში, მაგალითად წესრიგის მსახურება, ქებადიდების მსახურება, ლოცვები,
თეატრი, ევანგელიზაციები და სხვა, ასევე შეძლების და გვარად გაუწიოს
ნებაყოფილიბითი პრაქტიკული დახმარება ეკლესიას: სარემონტო, სამშენებლო,
გასაფორმებელ და სხვა სამუშაოებში.
2:3. დაემორჩილოს ეკლესიას, ეკლესიის მსახურებს (1 პეტ 5:5).
2:4. ეწეოდეს ქრისტიანული ცხოვრების წესს ღმერთის სიტყვის თანახმად.

3. ეკლესიის წევრს უფლება აქვს:
3:1. მონაწილეობდეს ეკლესიის წევრთა შეკრებებში.
3:2. ისარგებლოს ბიბლიოთეკით, აუდიო-ვიდეოთეკებისა და სხვა საეკლესიო განყოფილებებით
ეკლესიაში მოქმედი წესრიგის თანახმად.
3:3. ჯვრისწერის და ქორწინების შემდგომი კურთხევისა დადგენილი წესის თანახმად(წესი
დაერთვის შიდაგანაწესს).
3:4. თავისუფლად (საკუთარი სურვილით) ამ განაწესის მე-7-ე მუხლში მყვანილი პირობების
თანახმად განთავისუფლდეს ეკლესიის წევრობიდან.

4. ეკლესიის წევრს უფლება არ აქვს:
4:1. ეწეოდეს თამბაქოს, იყენებდეს სპირტიან სასმელებს, ნარკოტიკებს ან ვაჭრობდეს მათით,
ეწეოდეს ამორალური ცხოვრების წესს, იკეთებდეს აბორტებს, თამაშობდეს აზარტულ
თამაშებს, მკითხაობდეს, ჯადოქრობდეს და სხვა, რაც ეწინააღმდეგება ღმერთის სიტყვას.
4:2. აკრიტიკებდეს ან ჭორაობდეს ხელმძღვანელობაზე ან სხვებზე: ეკლესიის წევრებზე,
ქვეყანაში არსებულ ხელისუფლებაზე და საერთოდ ხალხზე (ფსალ 14:3; 1პეტ 2:13-17;).
5. ეკლესიის წევრად გახდომის წესი:
იმისათვის, რომ პიროვნება გახდეს ეკლესიის წევრი აუცილებელია:
5:1. განუცხადოს ამის შესახებ ეკლესიის ადმინისტრაციას, ან საოჯახო ჯგუფის ლიდერს.
5:2. შეავსოს (წინასწარ დადგენილი) განცხადება-ანკეტა და ჩააბაროს ის საოჯახო ჯგუფის
ხელმძღვანელს ან ეკლესიის ადმინისტრაციას. ანკეტის შევსებით პიროვნება ავტომატურად
არ ხდება ეკლესიის წევრობის კანდიდატი. ეკლესის განიხილავს პიროვნების განცხადებას
და გადაწყვეტს მისცეს თუ არა მას ეკლესიის წევრობის კანდიდატის დამადასტურებელი
მოწმობა. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში პიროვნება იქნება მიღებული
გამოსაცდელი საკანდიდატო ვადით ეკლესიაში 3 თვის განმავლობაში.
5:3. გამოსაცდელი-საკანდიდატო ვადის განმავლობაში პიროვნებამ უნდა გაიაროს ბიბლიური
კურსები, რომ ჰქონდეს ცოდნა ეკლესიაში სწავლებაზე, ნორმებზე, ხედვებზე, მიზნებზე და
დავალებებზე.
5:4. გამოსაცდელი-საკანდიდატო ვადის განმავლობაში პიროვნებამ უნდა მიიღოს მიიღოს
აქტიური მონაწილეობა ეკლესიის და საოჯახო ჯგუფის ცხოვრებაში.

5:5. გამოსაცდელი-საკანდიდატო ვადის ამოწურვის შემდეგ პიროვნება უნდა გაესაუბროს საოჯახო ჯგუფის ხელმძღვანელს და ეკლესიის ხუცესს.
ეკლესიის წევრად მიღების გადაწყვეტილებას გამოსაცდელი-საკანდიდატო ვადის ამოწურვის შემდეგ იღებს ეკლესიის წევრთა კრება ეკლესიის პასტორის ხელმძღვანელობით.
ეკლესიის წევრად მიღება ცხადდება ეკლესიის წევრთა ან საერთო კრებაზე და თან ახლავს ახლად მიღებული წევრებისათვის ლოცვა.

6. ეკლესიის წევრობა დასტურდება ეკლესიის წევრის მოწმობით.

7. ეკლესიის წევრობიდან თავისუფლად განთავისუფლების შემთხვევაში /გადასვლა სხვა
ადგილზე საცხოვრებლად ან უთანხმოება ეკლესიის სწავლებასთან და სხვა/. ეკლესიის წევრი  ვალდებულია:
ა) მიმართოს ამის შესახებ ეკლესიის პასტორს, ეკლესიის წევრობიდან განთავისუფლების მიზეზის ახსნით;
ბ) გაესაუბროს ამ საკითხთან დაკავშირებით ეკლესიის პასტორს ან დამხმარე ხუცესს;
გ) გადასცეს ეკლესიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა საოჯახო ჯგუფის
ხელმძღვანელს ან ეკლესიის ადმინისტრაციას.
დ) დააბრუნოს ყველა ნივთი, რომელსაც იყენებდა და რომელიც არის ეკლესიის საკუთრება.

8. ეკლესიის წევრი, რომელიც არ ემორჩილება და არღვევეს მოცემულ შიდაგანაწესს,
გარიცხული იქნება ეკლესიიდან ეკლესიის წევრთა კრების გადაწყვეტილებით.
ის ვალდებულია ჩააბაროს წევრობის დამადასტურებელი მოწმობა და დააბრუნოს ნივთები,
რომელიც არის ეკლესიის კუთვნილება.

9. ქრისტიანი, რომელიც განთავისუფლდა ეკლესიის წევრობიდან (ნებაყოფილობითი
განთავისუფლება ან გარიცხვა), უფლება აქვს კვლავ აღდგეს როგორც ეკლესიის წევრი
სათანადო პირობების შესრულების შემდეგ (მონანიება ან სხვა).

ეკლესიის წევრობის პირობები

ის ვისაც სურს გახდეს ეკლესიის წევრი, უნდა აკმაყოფილებდეს ძირითადად 7 მოთხოვნას
1. ეკლესიის წევრი უნდა აკმაყოფილებდეს პირველი და უდიდესი მცნების მოთხოვნას"შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა" მათ 22:37;
2. მას უნდა ჰქონდეს კარგი სახელი და რეპუტაცია ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებში და ყველგან.
3. რეგულარულად შეძლებისდაგავარად ესწრებოდეს კვირის მსახურებებს. ებრ 10:25;
4. უნდა ირიცხებოდეს ეკლესიის რომელიმე საოჯახო ჯგუფში და შეძლებისდაგავარად ესწრებოდეს საოჯახო ჯგუფის მსახურებებს.
5. გაერთიანებული იყოს ჯგუფ-12-ში.
6. უჭერდეს ეკლესიას მხარს მეათედით და შესაწირავით. მათ22:21; მალ3:8-10;
7. აღიარებდეს და მიჰყვებოდეს ეკლესიის ძირითად ხედვას და უჭერდეს მმხარს ეკლესიას ფიზიკურად, რაიმე საქმით თუ მსახურებით, როგორც ქრისტეს სხეულს.

ეკლესიის წევრის ვალდებულება

 ვემსახურო ღმერთს მთელი გულით, მთელი სულით და მთელი ძალით ( 2რჯლ 6:5;)
 შევინახო მორალური და სულიერი სიწმინდე, ვიყო პატიოსანი, მოწესრიგებული, ვიცხოვრო ღირსეული ცხოვრებით ღვთის, ამ ეკლესიის წევრთა და ირგვლივ მყოფთა წინაშე (ფსალ 23:3-4;)
 რეგულარულად გავატარო დრო ღმერთთან ლოცვაში და დავრჩე მის სიტყვაში (იოან 15:7;-სა და ეფეს 6:18;-ის) თანახმად
 რეგულარულად ვიარო ეკლესიურ ღვთისმსახერებებზე, მივიღო ღმერთის სიტყვა, შევასრულო ჩემი როლი ღმერთის ოჯახში და მზად ვიყო ვიმსახურო ნებისმიერი შესაძლო საშუალებით (მარკ 10:43-45; ებრ 6:10; 10:24-25;)
 დავემორჩილო პასტორს და ეკლესიის სულიერ მმართველობას და მივყვე მათ სულიერ მაგალითს.(ებრ 13:7,17; 2თეს 3:7;)
 მოვიტანო მეათედი (10% ჩემი საერთო შემოსავლიდან) და შესაწირავი ამ ეკლესიაში (მალაქ 3:8-12; 2კორ9:6-11;) მე ვიქნები მორჩილი ღმერთის სიტყვისადმი: “პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან” (იგ 3:9;)
 გამოვიყენო საქმეში ღმერთისაგან მოცემული ნიჭი და უნარი, მისი დიდებისათვის ამ ეკლესიაში და ჩემს ცხოვრებაში (მათ 25:14-30;-ის) თანახმად.
 მოუყვე კეთილი უწყება ქრისტეზე ყველა ადამიანს (საქ 1:8;)