995 571536600 contact@protestant.ge

ქ. რუსთავში ეკლესიის შენობის რეკონსტრუქცია

ქ. რუსთავში დასასრულს უახლოვდება საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული  ეკლესიის სამლოცველოს რეკონსტრუქცია. დარბაზი აღჭურვილი და გათვლილი იქნება 350-400 ადამიანზე და უახლოეს მომავალში მოხდება სამლოცველოს კურთხევა. ამ მშენებლობის მიმდინარეობის დროს უფალი გვიმოწმებდა სასწაულებით და გვეწეოდა შრომაში, პროექტი დავიწყეთ დაახლოებით წელიწადნახევრის წლის წინ, ღვთის წყალობით შევძელით საკმაოდ მოცულობითი სამუშაოს შესრულება და ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.
ჩვენ მადლობას ვწირავთ ღმერთს ამ დიდი მადლისთვის და ასევე მადლობას ვუხდით ყველა ადამიანს, ვინც თავისი, თუნდაც ძალიან მცირე წვლილი შეიტანა  საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიისათვის ამ ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.

Leave a Reply