995 571536600 contact@protestant.ge

როგორ დავიწყეთ რუსთავში

1999 წლიდან ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ დაიწყო ეკლესიური მსახურება ქალაქ რუსთავში. ყველაფერი დაიწყო ერთი პატარა საოჯახო ჯგუფიდან, რომლებმაც გადაწყვიტეს სულიერ საკითხებში დახმარებისათვის მიემართათ მაშინ გორში მცხოვრები პასტორ გიორგი (ხვიჩა) ჩიტაძისათვის. პასტორი გიორგი დათანხმდა ამ შემოთავაზებას და დაიწყო ქ. რუსთავში საოჯახო ჯგუფის მსახურება, სადაც ის ყოველ კვირაში ჩადიოდა გორიდან  მსახურების ჩასატარებლად. აღნიშნულმა ჯგუფმა ძალიან მალე დაიწყო ზრდა და განვითარება და ძალიან მალე გასცდა საოჯახო ჯგუფის ფარგლებს და თანდათან ეკლესიური ფორმების შეძენა დაიწყო. თუმცა უნდა აღინიშნოს, გამომდინარე იქიდან, რომ ეკლესიას არ ჰქონდა არავითარი უძრავი ქონება და იძულებული ვიყავით მსახურება საცხოვრებელ სახლებში ჩაგვეტარებინა.
2003 წლიდან მოვახერხეთ ქ. რუსთავის კულტურის სახლის დარმაზის არენდით აღება, სადაც ეკლესიამ დაიწყო მსახურებების ჩატარება. ამან ეკლესიას მისცა შესაძლებლობა გაეძლიერებინა სხვადსხვა მსახურებები.
2004 წელს  პასტორი გიორგი (ხვიჩა) ჩიტაძე საცხოვრებლად გადავიდა ქ. რუსთავში და ეკლესია უკვე გადავიდა ყოველდღიური მსახურების და აქტიურობის რეჟიმზე.
2004 წელს ქ. რუსთავში ეკლესიამ მოახერხა უძრავი ქონების შეძენა. ეს უკვე დიდი სასწაული იყო. შენობა იყო თუნდაც ამორტიზებული და მარტო კედლები, მაგრამ ის იყო ეკლესიის საკუთრება. ეკლესია დიდი ენთუზიაზმით და მოშურნეობით შეუდგა შენობის დაცვას და გარემონტებას და ძალიან მალე უკვე შესაძლებელი გახდა ჩვენს საკუთარ შენობაში მსახურებების ჩატარება. ამ ფაქტა ეკლესიაზე ძალიან დადებითად იმოქმედა და ეკლესიამ უფრო სწრაფად და აქტიურად დაიწყო ზრდა და განვითარება. ძალიან მალე უკვე ეკლესიაში შეიქმნა ფართის დეფიციტი, 2006 წელს გადავწყვიტეთ ეკლესიის შენობის წინ, ეზოში მიწის ქვეშ აგვეშენებინა დამხმარე ნაგებობა, რომელიც განხორციელდა კიდეც ერთი წლის განმავლობაში. მაგრამ ძალიან მალე არც ეს ადგილი აღარ იყო საკმარისი იმ საქმიანობის განსახორციელებლად და დღისწესრიგში დადგა ეკლესიის შენობის მეორე სართულის მოწყობა. 2015 წლის ზაფხულიდან დაიწყო აღნიშნული პროექტის განხორციელება, რომელშიდაც ეკლესიას დახმარებას უწევდა გერმანიის ქალაქ ულმის პროტესტანტული ეკლესია. ორი წლის განმავლობაში მოეწყო სრულად აღიჭურვა, მეორე სართულზე ახალი სამლოცველო დარბაზი და ასევე ახალი ფართი პირველ სართულზე სხვადასხვა მსახურებებისთვის. მოხდა ეკლესიის შენობის  პირველ სართულზე ფოიეს გარემონტება და გათბობის სიტემის დაყენება.
2017 წელს ეკლესიის ცხოვრებაში კიდევ ერთი ისტორიული მომენტი დადგა. კერძოდ ქვეყნის მთავრობამ ეკლესიის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული შენობა ნაგებობა გასცა ეკლესიას სრულიად უსასყიდლოდ ფლობის უფლებით. 2017 წლის განმავლობაში ეკლესიამ მოახდინა შენობის გასუფთავება და ადგობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით ამავე შენობის შემოღობვა.
დღეს ეკლესია უფლის შეწევნით იზრდება და ვითარდება, ისწრაფვის ახალი მიზნებისაკენ.

 

უკან