995 571536600 contact@protestant.ge

”არცერთ მთავრობას არ აქვს ეკლესიების დახურვის უფლება”: მიუხედავად ღვთისმსახურების აკრძალვისა, პასტორი ირლანდიაში ატარებს მსახურებას ღია ცის ქვეშ.

ევანგელურმა პასტორმა პრემიერ მინისტრს განუცხადა, რომ ამ შაბათ-კვირას დუბლინში, ფენიქს სკვერში მეორე მსახურებას ჩაატარებს, მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიაში რელიგიური მსახურებები გამოცხადებულია კანონგარეშედ..
  კვირას, პასტორი ჯონ აჰერნი, ეკლესიიდან „ეკლესია ყველა ერისათვის“, ქადაგებდა 100-მდე მორწმუნის წინაშე პარკში პაპის ჯვრის ძირში და თქვა, რომ ის შემდეგ  მსახურებას ჩაატარებს კვირას, 2 მაისს.
 ცოტათი ადრე,  თვის დასაწყისში  ჯანდაცვის მინისტრმა სტეფან დონელიმ  ხელი მოაწერა დებულებას, რომლის თანახმად, პერსონალური მსახურებები დროებით სისხლის სამართლის დანაშაულია და რელიგიური მსახურების მხოლოდ ვირტუალურად ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ირლანდიის ოთხმა კათოლიკე არქიეპისკოპოსმა: ემონ მარტინმა, არმაგის მთავარეპისკოპოსმა და სრულიად ირლანდიის პრიმასმა, დერბოლ ფარელმა დუბლინიდან, მაიკლ ნირმა ტუამადან, კირან ო’რეილმა კეშელიდან  და ემლიდან  განაცხადეს, რომ ისინი მიმართავენ იურიდიულ კონსულტაციას  მათ მიერ აღწერილი ნაბიჯის მერე. როგორც “ნდობის დარღვევა” და “რელიგიური თავისუფლებისა და კონსტიტუციური უფლებების პოტენციური დარღვევა”.
  კვირას პასტორი ჯონი მოუწოდებდა შეკრებილებს სოციალური დისტანციისკენ: “ჩვენ დღეს აქ არ ვართ, რომ ვიყოთ სახიფათოები და უგუნურები. მაგრამ რამდენად საშიშია აქ დგომა, მაგრამ არა ტესკოში ან ალდიში სიარული. მე მჯერა, რომ ეს ადამიანის უფლებაა  თაყვანისცეს უფალსა და მაცხოვარს ”, – უთხრა აჰერნემ შეკრებილ მორწმუნეებს.
 “თუ Gardai (ირლანდიის ძალოვანი სრუქტურა) გამოჩნდა, მე არ მსურს ვინმემ რამე უთხრას მათ. ჩვენ ღვთის შვილები ვართ, მოდით ასე მოვიქცეთ”, – თქვა მან.
Gardai-ს  მანქანამ  გაიარა, მაგრამ ღონისძიებას არცერთი ოფიცერი არ მიუახლოვდა.
  ” დროა ირლანდია წამოდგეს ფერფლიდან  ამ სასოწარკვეთილების დროს”, – დასძინა მან. “ხალხმა დაკარგა სამუშაო, ისინი ხედავდნენ, თუ როგორ იხურება მათი საწარმოები  და შესაძლოა ზოგიერთი  მათგანი აღარც არასოდეს გაიხსნას და მაინც თქვენ გესმით ეს პატარა ფრაზები, როგორიცაა, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამაში, და ეს გესმით ადამიანებისაგან რომელთაც აქვთ უზარმაზარი ფული და თავშესაფარი. მათ ფული მოჭრეს. და მე ვფიქრობ, რომ ეს ფარისევლობის მწვერვალია. ”
 ”საჯარო ღვისმსახურებაში არის რაღაც წმინდა და ამიტომ არცერთ მთავრობას არ აქვს ეკლესიების დახურვის უფლება. არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება თქვას, რომ თქვენ ვერ შეიკრიბებით საჯარო ღვთისმსახურებისთვის.” როდესაც მათ ღვთის თაყვანისცემა დანაშაულად გამოცხადეს, ხელისუფლებამ გადალახა ზღვარი. მთავრობებს არ აქვთ ეკლესიების დახურვის უფლება. ”- განაგრძო მან.
ჯანდაცვის მინისტრის სტეფან დონელის მიერ რეგულაციის ხელმოწერის შემდეგ, პერსონალური მსახურებები დროებით  გამოცხადებული იქნა  სისხლის სამართლის დანაშაულად, პასტორმა ჯონმა განუცხადა პრემიერ მინისტრს, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება დაბრუნებოდა “ჩემი ხალხის პასტორობას”.
  ”თუ ღვთისმსახურებისთვის შეკრება  დანაშაულებრივი ქმედებაა, ყველაფერი, რისი თქმაც  შემიძლია ისაა, რომ ვიმედოვნებ მთავრობას აქვს საკმარისი ადგილი  საპატიმროებში, რადგან იქნება ბევრი მსახური, ვინც მოისურვებს ამის გამო ჩაჯდეს ციხეში”, – თქვა მან.
  სასჯელი ახალი კანონის დარღვევისთვის არის ჯარიმა, ან ექვს თვემდე გისოსებს მიღმა. ირლანდიის მთავრობას სურს გადახედოს ხვთისმსახურებების შეზღუდვებს  4 მაისს.

წყარო: Premier Christian News

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ