აშშ-ს სასამართლომ აკრძალა “სატანური” Nike-s ბრენდის სპორტული ფეხსაცმლის გაყიდვა
ნიუ-იორკის აღმოსავლეთ რაიონის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა Nike Inc.-ის სარჩელი და კომპანია MSCHF Product Studio Inc-ს აუკრძალა გაეყიდვა Nike-ს ბრენდის ქვეშ სპორტული ფეხსაცმელი სატანური სიმბოლოებით, იუწყება ქრისტიანული მეგა პორტალი invictory.com, The Wall Street Journal- ზე დაყრდნობით.
Nike-მ მოითხოვდა ყველა „Satan Shoes“ სპორტული ფეხსაცმლის განადგურება, რომლის ლანჩაშიც ადამიანის სისხლის წვეთია. – Nike Air Max 97- თან მსგავსების გამო.
სპორტული საქონლის მწარმოებელმა კომპანია Nike-მ მიმართა სასამართლოს სარჩელით ნიუ-იორკში დაფუძნებული MSCHF-ს წინააღმდეგ, რომელმაც 29 მარტს რეპერ Lil Nas X-თან პარტნიორობით გაყიდვაში გამოუშვა Satan Shoes (სატანური ფეხსაცმელი), მოდიფიცირებული შავ წიტელი სპორტული ფეხსაცმლის Nike Air Max 97 – ის შეცვლილი ვერსია, რომლის წარმოებაშიც გამოიყენებოდა ადამიანის სისხლი, იუწყება meduza.io.
Nike-მ დაადანაშაულა MSCHF სავაჭრო ნიშნის დარღვევაში, იმის გამო, რომ Satan Shoes-ის შექმნის პროცესში მწარმოებელი შთაგონებას იღებდა Air Max 97-ის სპორტული ფეხსაცმელიდან და ასევე გამოიყენა Swoosh ბრენდის საფირმო ლოგოტიპი, წერს Business Insider.
ბრუკლინში დაფუძნებულმა MSCHF-მ და ამერიკელმა რეპერმა Lil Nas X-მა შეიმუშავეს Satan Shoes (სატანური ფეხსაცმელი) სპორტული ფეხსაცმელი, რომლებშიც, როგორც შემქმნელები ირწმუნებიან, იყენებდნენ კომპანიის ექვსი თანამშრომლის მიერ ნაჩუქარ ადამიანის სისხლს.
Satan Shoes- ის შემქმნელებმა საფუძველი Nike Air Max 97-ისგან აიღეს. თითოეული წყვილის ლანჩაში, ჰაერის ბუშტი აავსეს მელანთან შერეული ადამიანის სისხლის წვეთით, ხოლო თასმებზე მიამაგრეს ბრინჯაოს პენტაგრამის გამოსახულების საკიდი. გარდა ამისა, სპორტულ ფეხსაცმელებზე დაწერილი აქვთ “ლუკა 10:18”, რომელიც ეხება ლუკას სახარების მონაკვეთს: “ვუყურებდი სატანას ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან.”.
საერთო ჯამში, MSCHF-მ განაცხადა 666 წყვილი ფეხსაცმლის გამოშვების შესახებ, თითო 1018 დოლარად. სპორტული ფეხსაცმელი რამდენიმე წუთში გაიყიდა.
MSCHF-მ გამოუშვა Satan Shoes, როგორც გაგრძელება Jesus Shoes ხაზის, რომელშიც იყენებდნენ ნაკურთხ წყალს.