995 571536600 contact@protestant.ge

დატოვე ეს ჯვარზე: ყოფილი ლესბოსელი პროფესორი იმის შესახებ, თუ რამ შეცვალა მისი გული

სირაკუზის უნივერსიტეტის ქალთა კვლევების ყოფილმა პროფესორმა ცოტა ხნის წინ გააზიარა თავისი პირადი მოგზაურობის შესახებ,  ლესბოსელი ფემინისტიდან ქრისტეს მიმდევარამდე.
 ბეკეტ კუკის შოუს (The Becket Cook Show)  ეპიზოდის დროს როზარია ბატერფილდმა განმარტა, თუ როგორ  რადიკალურად შეცვალა ქრისტიანობაზე მოქცევამ   მისი ცხოვრება, იდენტობა და ურთიერთობები.
ბატერფილდმა აღნიშნა, რომ მისი რწმენის შეძენის ისტორია დაიწყო საკუთარ წიგნზე მუშაობისას 2013 წელს, „ნაკლებსავარაუდო ახალმოქცეულის საიდუმლო აზრები: ინგლისელი პროფესორის მოგზაურობა ქრისტიანულ რწმენაში“. იგი ასევე შეხვდა პრესვიტერიანელ პასტორს, რომელმაც განუყოფელი როლი ითამაშა მისი თვალების ახელაში და უფლისადმი მისი  გულის გახსნაში.
„მე ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორი იყო შეხვედრა პასტორთან, რომელიც ჩემი მეზობელი იყო, როცა მე ვიყავი ლესბოსელი, ფემინისტი, აქტივისტი, პროფესორი“, – თქვა ბატერფილდმა. “მე შევხვდი კენ სმიტს, პასტორს, რომელიც უფალმა გამოიყენა ჩემს მოსაქცევად. ვფიქრობდი, რომ ეს კაცი მართლაც ჭკვიანია. ის  და მისი მეუღლე ფლოი  მომესალმებოდნენ  მე თავიანთ სამყაროში და შემოვიდნენ ჩემს სამყაროში და არ იქცეოდნენ ისე, თითქოს მე ვიყავი მათი დამაბინძურებელი. ჩვენი მეგობრობის დასაწყისში კენმა მითხრა: “არსებობს განსხვავება მიღებასა და მოწონებას  შორის  და  თუ შენ შეგიძლია იცხოვრო ამ განსხვავებით, მე შემიძლია ვიცხოვრო ამ განსხვავებით.”
ბატერფილდმა დაიწყო ბიბლიის კითხვა და რეგულარულად ხვდებოდა პასტორ კენსა და ფლოის, რამაც მას საშუალება მისცა განეხილა სიტუაციები ქრისტიანული პერსპექტივიდან.
”მე შევხვდი მთელ საეკლესიო საზოგადოებას,” იხსენებს იგი. “მე დავინახე როგორ ფუნქციონირებდა მისი სახლი…ეს იყო  საოცარი. ვსაუბრობდით მძიმე და მძიმე საკითხებზე. ვკითხულობდით ბიბლიას,
„ჩვენ ვლოცულობდით, ჩვენ ვმღეროდით სიმღერებს. მე არ შემეძლო არ  შემემჩნია, ესთეტიკური, საგრძნობი განსხვავება  ჩემს სახლსა და კენ  სმიტის სახლს შორის“.
მან განაგრძო: ”ჩემი სახლი სავსე იყო შფოთვით და მუდმივი ბრაზით, პოლიტიკური აქტივიზმით. კენის სახლში, ისინი საუბრობდნენ რთულ საკითხებზე, მაგრამ გარკვეულ მომენტში ისინი გადაშლიდნენ ბიბლიას. ისინი ლოცულობდნენ და აკეთებდნენ იმას. რასაც ეძახდნენ “დატოვე ეს  ჯვარზე”. შემდეგ ისინი აგრძელებდნენ  სიცილს, ქეიფობდნენ და მხიარულობდნენ. მე ამან დამაინტერესა. მივედი ბიბლიასთან  იმ საკითხთა გრძელი სიით, რაც მე მაბრაზებდა, რაზეც მჭირდებოდა მუშაობა.
“ორი წლის განმავლობაში შვიდჯერ წავიკითხე ბიბლია. მინდოდა გამეგო, ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანებს, რატომ სწამდათ, ის რასაც აკეთებდნენ. ეს ღმერთ-კაცი, რომელიც იყო და არის გადაულახავი. მე ვსვამდი შეკითხვებს, ორი რამის შესახებ: შემიძლია ვენდო მას და ეს სიმართლეა? და ეს იყო მართლაც გარდამტეხი მომენტი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ მჭირდებოდა კენ სმიტთან მუშაობის შეწყვეტა.”
ბატერფილდმა განმარტა, რომ იგი მივიდა კრიტიკულ მომენტამდე მისი სულიერი მოგზაურობისას, სადაც სახარების ჭეშმარიტება იყო ხილული   და ამან შეაშინა იგი.
“იმ მომენტში, კენი და ფლოი არ გახდნენ ჩემთვის სტალკერები(შემვიწროებლელბი), მაგრამ ისინი ძალიან ახლოს მოვიდნენ. ისინი არ აპირებდნენ ჩემს გაშვებას,” – თქვა ფლოიმ. „შევწყვიტე ბიბლიის კითხვა კვლევისთვის და დავიწყე მისი კითხვა, რომ მეპოვა პასუხები პირად კითხვებზე, ჭეშმარიტებაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე. სწორედ ამ დროს მე ვიყავი გასამართლებული რამდენიმე ცოდვაში. ვფიქრობდი, რომ ვიყავი ჭეშმარიტების, სამართლიანობის, მრავალფეროვნების, ზიანის ანაზღაურების, სიკეთის და თანაგრძნობის მხარეზე, როცა სინამდვილეში მთელი ამ დროის განმავლობაში იესო იყო განდევნილი.
“დავიწყე ეკლესიაში სიარული… ერთ დღესაც გამოვჩნდი”, – თქვა ბატერფილდმა. “აღმოვაჩინე, რომ ქადაგებები, ეს სულ სხვა საქმეა  და ისინი ნამდვილად მაიძულებდნენ მე დავფიქრებულიყავი, ისეთ რამმებზე, რაზეც ადრე არ მიფიქრია. „ვერ ვხვდები, როგორ ვიყო ქალი. ეს სახალისო იყო რადგან,  იმ დროს ვიყავი ქალთა კვლევების  პროფესორი აღნიშნა მან. “მე ვიყავი არეულობაში და ჩემი ცხოვრება ქრისტეს მივუძღვენი, რადგან მწამდა, რომ ის იყო ჭეშმარიტი და რეალური და მე წარმოდგენა არ მქონდა, თუ ის რას აპირებდა გაეკეთებინა ისეთი არეულისთვის როგორიც მე ვარ.”

წყარო: https://www1.cbn.com/cbnnews/us/2021/december/leave-it-at-the-cross-former-lesbian-professor-on-what-changed-her-heart

შეგიძლიათ მოუსმინეთ სრულ ინტერვიუს ბატერფილდთან ინგლისურ ენაზე. დააკლიკეთ აქ