995 571536600 contact@protestant.ge

დაქირავებული მკვლელი, რომელიც გახდა პასტორი, ევანგელური ქრისტიანობის მზარდი გავლენის მხოლოდ ერთი მაგალითი არგენტინის ციხეებში

პატიმრები ლოცულობენ ევანგელურ საკანში, არგენტინაში, სანტა ფეს პროვინციაში, პინეროში, სასჯელაღსრულების განყოფილებაში. (AP Photo/Rodrigo Abd)

  ქ.როსარიო, არგენტინა  –  რკინის კარის გაღების ხმაური ნიშნავს ყოველ შაბათს ხორხე ანგილანტეს გასვლას პინეროს ციხიდან. ის 24 საათის განმავლობაში მიდის სახლში, რათა იმსახუროს პატარა ევანგელურ ეკლესიაში, რომელიც მან დააარსა ავტოფარეხში, არგენტინის ყველაზე ძალადობრივი ქალაქში.

  სანამ კარს გასცდება, მესაზღვრეები ხელბორკილებს ხსნიან “ტაჩუელას” – ესპანურიდან “ლურსმანი”, ასე იცნობდნენ მას კრიმინალურ სამყაროში. ისინი ჩუმად უყურებენ პასტორად ქცეულ ყოფილ ქილერს, რომელიც მათ ერთი სიტყვით ესალმება: „კურთხევა“.

  ძვალმსხვილი, 1,85 მეტრის სიმაღლის მამაკაცი, რომლის ტატუები მისი ცხოვრების სხვა პერიოდის ნარჩენებია – მაშინ როცა, როგორც ის ამბობს, რომ კლავდა – დილის 8 საათისთვის უნდა დაბრუნდეს ციხის საკანში, რომელსაც მისი თანამესაკნეები უწოდებენ ” ციხის ეკლესია.”-ს

 მისი ისტორია, როგორც მსჯავრდებული მკვლელისა, რომელიც გისოსებს მიღმა ევანგელური სარწმუნოების აღმსარებელია, გავრცელებულია არგენტინის პროვინციის სანტა ფესა და მის დედაქალაქ როსარიოს ციხეებში. ბევრმა აქ დაიწყო ნარკოტიკებით ვაჭრობა თინეიჯერობის ასაკში და გაიჭედა ძალადობის სპირალში, რამაც ერთნი საფლავებამდე მიიყვანა, სხვები კი გადატვირთულ ციხეებამდე, რომლებიც იყოფა ორ ძალას შორის: ნარკობარონებსა და მქადაგებლებს შორის.

  ბოლო 20 წლის განმავლობაში, არგენტინის ციხეების ხელისუფლება ამა თუ იმ ზომით წაახალისებდა სხვადასხვა განყოფილებების შექმნას, რომლებიც ეფექტურად მართავდნენ ევანგელური აღმსარებლობის პატიმრებს – ზოგჯერ მათ ანიჭებდნენ დამატებით სპეციალურ პრივილეგიებს, მაგალითად როგორიცაა მეტი დრო სუფთა ჰაერზე.

  ეს საკნები ძალიან ჰგავს ციხის დანარჩენ საკნებს – სუფთა და პასტელის ფერებში შეღებილი, ღია ცისფერში ან მწვანეში. მათ აქვთ სამზარეულო, ტელევიზორი და აუდიო ტექნიკა – ეს საკნები გამოიყენება ლოცვისთვის.  მაგრამ ისინი უფრო უსაფრთხო და მშვიდია, ვიდრე ჩვეულებრივი საკნები.

  ჩხუბის, წესების დარღვევის, მოწევის, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევებმა შეიძლება პატიმარი დააბრუნოს ჩვეულებრივ ციხეში.

„ჩვენ მოგვაქვს მშვიდობა ციხეებში. არასოდეს ყოფილა ბუნტი ევანგელური ციხეების შიგნით. და ეს საუკეთესოა ხელისუფლებისთვის“, – თქვა ღირსმა დევიდ სენსინმა, რედილ დე კრისტოს ეკლესიიდან როსარიოში.

   წვდომას აკონტროლებენ როგორც ციხეების ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ასევე ციხეების ხელმძღვანელები, რომლებიც ფუნქციონირებენ, როგორც პასტორები – და რომლებიც უფრთხილდებიან ბანდების შეღწევის მცდელობებს. „ბევრჯერ მომხდარა ისე, რომ პატიმარი ითხოვს ევანგელურ პავილიონში მისვლას მისი ხელში ჩაგდების მიზნით. ჩვენ მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ ის, თუ ვინ შედის“, – თქვა ერიკ გალარდომ, პინეროს ციხის ერთ-ერთმა ლიდერმა.

რუბენ მუნიოზი, ევანგელური პასტორი ეკლესიიდან “პუერტა დელ სიელო”-დან, ანუ „სამოთხის კარი“, რომელიც ძარცვისთვის ორი წელი იხდიდა სასჯელს, ნათლავს პატიმარს ევანგელურ საკანში პინეროში, სანტა ფე პროვინციაში, არგენტინა (AP Photo/Rodrigo Abd. )

როსარიო ცნობილია, როგორც ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პორტი, რევოლუციონერი ლიდერის ერნესტო “ჩე” გევარას სამშობლო და ნიჭიერი ფეხბურთელების ქარხანა, მათ შორის ლიონელ მესის,  მაგრამ ქალაქს, სადაც დაახლოებით 1,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ასევე აქვს სიღარიბისა და დანაშაულის მაღალი დონე. ძალადობა ბანდებს შორის, რომლებიც ცდილობენ გააკონტროლონ  ტერიტორია და  ნარკოტიკების  ბაზრები, განაპირობებს ციხეების შევსებას.

„როსარიოში დანაშაულების 80 პროცენტი ხდება ახალგაზრდა დაქირავებული მკვლელების მიერ, რომლებიც ემსახურებიან ნარკობანდებს, რომელთა ბოსებიც ციხეში არიან და აკონტროლებენ კრიმინალურ ბიზნესს ციხეებიდან“, – თქვა მატიას ედერიმ, პროკურორმა  ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილებიდან სანტაფეს პროვინციაში.

ანგილანტე ამბობს, რომ მისი, როგორც დაქირავებული მკვლელის ცხოვრება, მის უკან დარჩა; მისი თქმით, ღვთის სიტყვამ ის „ახალ ადამიანად“ აქცია.
2014 წელს მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 24 წლის ხესუს ტრიგოს მკვლელობისთვის, რომელსაც სახეში ესროლა. ანგილანტე ამბობს, რომ ეს სახე მას ღამით ეჩვენება და ის ცდილობს განდევნოს იგი მეხსიერებიდან თავის პატარა ციხის საკანში ლოცვით.

პატიმრები ლოცულობენ თავიანთი ბიბლიით ევანგელურ საკნის შიგნით, პინეროს ციხეში, სანტა ფე პროვინციაში, არგენტინა. (AP Photo/Rodrigo Abd)

დაახლოებით 40%  სანტა ფეს პროვინციიაში მყოფი 6,900 პატიმართაგან  ცხოვრობს ევანგელურ საკნებში, თქვა ვალტერ გალვეზმა, სანტა ფეს პროვინციის პენიტენციურ საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელიც ასევე ორმოცდაათიანელია.

  ისევე როგორც სხვა ლათინური ამერიკის ქვეყნებში, არგენტინაში ევანგელური რწმენის გავრცელებამ ფესვი გაიდგა განსაკუთრებით მოსახლეობის „ყველაზე დაუცველ შრეებში, მათ შორის პატიმრებში“, თქვა ვერონიკა გიმენესმა, არგენტინის სამეცნიერო და ტექნიკური კვლევის ეროვნული საბჭოს მკვლევარმა.

  რომის პაპ ფრანცისკეს სამშობლოში რომის კათოლიკური ეკლესია კვლავ დომინანტური რელიგიაა. მაგრამ საბჭოს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადგინა, რომ არგენტინელი კათოლიკეების პროცენტული მაჩვენებელი 76.5%-დან 62.9%-მდე დაეცა 2008-დან 2019 წლამდე, ხოლო ევანგელისტების წილი გაიზარდა 9%-დან 15.3%-მდე.

 ”მორწმუნეების ასეთი ზრდა კიდევ უფრო მეტად მოხდა ციხეებში”, – თქვა გალვეზმა.

მკვლევარმა გიმენესმა თქვა, რომ ამან ასახვა ჰპოვა  ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც, როგორიცაა ბრაზილია, სადაც ღვთის სამეფოს უზარმაზარ უნივერსალურ ეკლესიაში 14000 ადამიანი მუშაობს პატიმრებთან.

წყარო და სრული სტატია: იხილეთ აქ