და ასწავლეთ შვილებს … ლესტერ სამრალი. მემკვიდრეობა. 3 ვაჟი და 11 შვილიშვილი ემსახურებიან ღმერთს
1913 წლის 15 თებერვალს, ნიუ – ორლეანში, ლუიზიანა, დაიბადა ლესტერ სამრალი, გამოჩენილი მისიონერი, საკვანძო ფიგურა ფილიპინებში გამოღვიძების საქმეში და ლესტერ სამრალის მსოფლიო ევანგელური მისიონერული ასოციაციის (LeSEA) დამფუძნებელი.
დოქტორი სამრალი აფუძნებდა ეკლესიებს და ასწავლიდა ღვთის სიტყვას სამოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ლესტერ სამრალმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ღმერთთან წავიდოდა, თქვა: “მე შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ჩემს შვილებს მსახურებაში შეექმნებათ პრობლემები და ერთმანეთს შეეკითხებიან:” რას იზამდა მამაჩვენი ამ სიტუაციაში? ” მე მინდა დავტოვო ყველა პასუხი, მაგრამ არ შემიძლია. სინამდვილეში, ეს არცაა საჭირო. მე ვიცი, რომ სულიწმინდა უკვე უძღვება ჩემს შვილებს, ისევე, როგორც მიძღვებოდა მე. ის ყოველთვის იქნება მათთან ერთად, რომ საჭირო დროს მისცეს მათ მიმართულება.
გემშვიდობები, პლანეტა დედამიწავ. სასიამოვნო იყო შენთან შეხვედრა.”
და ის მართალი იყო. დღეს ღვთის დიდი მსახურის საქმეს აგრძელებს მისი შთამომავლები: სამი ვაჟი და 11 შვილიშვილი.

ფრენკ სამრალი (დაიბადა 1946), ლესტერ სამრალის უფროსი ვაჟი, 17 წლის განმავლობაში მსახურობდა მამამისის-პასტორის ასისტენტად. «Trinity» (Trinity Bible College) სამების ბიბლიური კოლეჯი ტალსაში, ოკლაჰომა. იგი მსახურებოდა 27 ქვეყანაში და იყო «Indy Christian Center» -ის უფროსი პასტორი, ნობლსვილში ინდიანა. მან ღმერთისგან მიიღო მოწოდება, რომ ემსახურა, როგორც მახარობელს მსოფლიოს ხალხებისთვის, ის გადავიდა საცხოვრებლად ტამპაში, ფლორიდა და ამჟამად ცხოვრობს ეჯუოტერში. ფრენკი გამოდის ღვთის სიტყვით მთელი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

სტივენ სამრალი (დაიბადა1950), ცნობილი მსახურის მეორე ვაჟი ცნობილია როგორც პასტორი, ლიდერი და ბიზნესმენი. ის არის სამრალის მხარდაჭერის და საერთაშორისო მსახურების ქსელის დამაარსებელი და პრეზიდენტი.
30 წლის განმავლობაში, სტივენი ემსახურობდა მრავალ ხალხს, 60 ქვეყანაში. იგი შეხვდა რამდენიმე სახელმწიფოს მეთაურს, მაგალითად, კამბოჯის მეფეს. სტივენი ასევე ცდილობს მიაღწიოს დაუცველ ხალხს – ობლები მოზამბიკში და მათ, ვინც კრიზისებსა და კატასტროფებში ცხოვრობს.
სტივენ სამრალის და მისი მეუღლის დიანას ხედვა არის ღვთის გზავნილის გადმოცემა, რომელსაც ხალხისთვის იმედი, სიცოცხლე და დახმარება მოაქვს, ასევე ემსახურებიან ხალხს იესო ქრისტეს სიყვარულითა და თანაგრძნობით. ისინი ცდილობენ მიაღწიონ უფლისთვის ყველა გულს – ახალგაზრდა თუ ზრდასრული, სხვადასხვა რასისა და ეროვნების.

პიტერ სამრალი (1953-2015), უმცროსი ვაჟი, რომელიც ყველაზე ადრე გარდაიცვალა და წავიდა ზეციურ მამასთან. რამდენიმე წლის განმავლობაში, იგი მსახურობდა მისიონერად მთელს მსოფლიოში, რის შემდეგაც 1973 წელს მან მთლიანად მიუძღვნა თავი მსახურებას მამის მიერ დაარსებულ LeSEA-ში (ლესტერ სამრალის მსოფლიო ევანგელური მისიონერული ასოციაცია). 1982 წელს, იგი გახდა გენერალური მენეჯერი, ხოლო 1996 წელს გახდა პრეზიდენტი, მამის გარდაცვალების შემდეგ. მაგრამ გულის შეტევის შედეგად იგი გარდაიცვალა 62 წლის ასაკში.

მესამე თაობის წარმომადგენელია ცნობილი მსახურის ლესტერ სამრალის შვილიშვილი ლესტერ სამრალ უმცროსი. იგი თითქმის 20 წლის განმავლობაში უზიარებს გზავნილს მიზნისა და იმედის განსაზღვრების შესახებ მსოფლიოს 38 ქვეყანაში.