995 571536600 contact@protestant.ge

დევიდ იონგი ჩო, სახარების რწმენის (ორმოცდაათიანელი) მქადაგებელი კორეიდან, რომელმაც დააარსა მსოფლიოში უდიდესი მეგა ეკლესია, გარდაიცვალა 85 წლის ასაკში, სამშაბათს, 14 სექტემბერს, 2021 წელს.

    ჩომ და მისმა მომავალმა სიდედრმა 1958 წელს დააარსეს ეკლესია სეულში, კარავში, რომელიც დამზადებული იყო აშშ-ს არმიის კარვების ნაჭრებისგან.  სრული სახარების ეკლესია „იოიდო“ რომელიც დაკავშირებული იყო „ღმერთის ანსაბლეა“-სთან, (ორმოცდაათიანულ ეკლესიათა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაერთიანება). ეკლესია მალე გაიზარდა და მიაღწია 800,000 ადამიანზე მეტს.  კვირა დღეს ტარდება  შვიდი საკვირაო მსახურება, ასეულობით ლიცენზირებული მსახური და ათასობით მოხალისე მსახური უძღვება ყოველკვირეულ სახლის მცირე ჯგუფებს 10 -დან 15 კაცამდე შემადგენლობით.

იონგი ჩო  პოპულარიზაციას უწევდა მცირე სახლის ჯგუფების იდეას და ამტკიცებდა, რომ ისინი არიან მოწაფეობის გასაღები და ხელს უწყობს ახლო ურთიერთობების გაღრმავებას, რომლებიც ადამიანებს აკავშირებს დიდ და მზარდ ეკლესიასთან. ის ასევე ანვითარებდა  რწმენით ლოცვების და განკურნების  ორმოცდაათიანულ პრაქტიკას, როგორც ეკლესიის დინამიური ზრდისთვის აუცილებელ  საშუალებას.

”მე თვითონ მიძღვნილი  ვიყავი მგზნებარე ლოცვებზე პრინციპით „გააკეთე ან მოკვდი”,-განუცხადა ჩომ ჟურნალს „ეკლესიის ზრდა“ – Church Growth. ”როდესაც ჩვენ ვიყენებთ ღვთის სიტყვას ჩვენს ცხოვრებაში და განვიცდით ღვთიურ განთავისუფლებას, ღმერთი გვაძლევს ძალას. ქრისტიანები, რომლებსაც სწამთ იესო ქრისტესი, იღებენ სულიწმიდას.    ცარიელი სავარძლების პოვნა შესაძლებელია მხოლოდ ბევრ ევროპულ ეკლესიაში. რამ გამოიწვია ეს? მიზეზი ის არის, რომ ევროპის ეკლესიები განუდგნენ სულიწმიდას. ”

ორალ რობერტსის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ბილი უოტსონმა, , ჩოს უწოდა “სულიწმიდით აღვსილი  მოძრაობის ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი” და იწინასწარმეტყველა, რომ მისი მემკვიდრეობა გავლენას მოახდენს ქრისტიანების მომავალ თაობებზე.

ჩო დაიბადა 1936 წლის 14 თებერვალს, ულიუს ოლქში. მისი მამა ფლობდა ხელთათმანებისა და წინდების კომპანიას, მაგრამ ის გაკოტრდა, ჯერ კიდევ  ჩოს ბავშობაში, რამაც ჩო აიძულა  გაეკვლია საკუთარი გზა ამ სამყაროში.

მან შეისწავლა ინგლისური ენა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მოგზაურობის დროს და 15 წლის ასაკში დაიწყო სამსახური შეიარაღებულ ძალებში  მთარგმნელად.

მისი ცხოვრება შეიცვალა 17 წლის ასაკში, როდესაც ის  ტუბერკულოზის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, აღებინებდა რა სისხლს ხველების დროს, მან დაიწნო სამყაროს მისეული გაგების  გადაფასება. ჩომ მოგვიანებით განმარტა, რომ როგორც ბუდისტი, მას ასწავლიდნენ, რომ მან უნდა განიცადოს და შეეგუოს ტანჯვას, რომ  გახდეს  “ბუდა  უძლურებებში”.

 როგორც ჩანს, იესო ალტერნატივას გვთავაზობდა. ქრისტიანებმა უთხრეს მას, რომ “იესო  ცოცხალი ღმერთია, შენი მეგობარი და დამრიგებელია აქ და ახლა”. ახალგაზრდა გოგონას მიერ მისთვის მიცემული ბიბლიის წაკითხვის შემდეგ, ჩომ გადაწყვიტა ქრისტიანების ღმერთისთვის მიემართა.

”უკიდურესი შემთხვევაში,” – როგორც მან  თავის  მემუარებში დაწერა 2019 წელს, ”მე გადავწყვიტე მივმართო ღმერთს, რომელსაც არ ვიცნობ. მე დავიყვირე: ”ღმერთო, მე მინდა სიცოცხლე! მე მინდა სიცოცხლე! დამეხმარე, გთხოვ!”

როდესაც ის მოგვიანებით ტუბერკულოზისგან განკურნების შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს, მან დიდება უძღვნა ღმერთს და ითხოვა სასწაულებრივი განკურნება. 1956 წელს მან სწავლა დაიწყო სეულის სრული სახარების ბიბლიურ კოლეჯში, ემზადებოდა გამხდარიყო მსახური.

 ორი წლის შემდეგ მან და მისმა მომავალმა სიდედრმა, ჯაშილ ჩოიმ, დაიწყეს მსახურებების ჩატარება კარავში. პირველ მსახურებაზე მხოლოდ ოთხი ან ხუთი ადამიანი მოვიდა, მაგრამ სამ წელიწადში მსახურებებზე რეგულარული დასწრება გაიზარდა 600 ადამიანამდე.

1960 -იანი წლების დასაწყისისთვის ჩოს ჰქონდა ამბიცია, თავისი გაერთიანება კორეის უდიდეს ეკლესიად ექცია. მოგვიანებით მან განუცხადა Church Growth- ს,  „ეს იმიტომ მოხდა, რომ მას სურდა ყოფილიყო მდიდარი და ცნობილი და ჰქონოდა კონკურენტული სული“.

”უფალს უნდა დაეშვა, რომ წარუმატებლობა განმეცადა, რათა მე მიმემართა მისთვის ჩემი საჭიროებებით და ნება დამერთო მისთვის აეშენებინა თავისი ეკლესია ისე, როგორც მას სურს”, – თქვა ჩომ.

ეკლესია გაიზარდა ათასობით, მაგრამ შემდეგ რამოდენიმე წლის განმავლობაში შეჩერდა 2,400 ადამიანზე. სანამ ჩომ შეიმუშავა საოჯახო ჯგუფების იდეა. მან დაიწყო იმით, რომ 20 დიაკონისას (ეკლესიის მსახური ქალბატონი) დაავალა ქალაქის 20 უბანში საოჯახო ჯგუფის შექმნა. ამასთან ერთად ჩო ხვეწდა და ახდენდა ჯგუფების  და ლიდერების სწავლების რეორგანიზაციას და 1973 წლისთვის ეკლესიას ჰყავდა დაახლოებით 18,000 წევრი.

  თემმა ააშენა ახალი შენობა სეულის ფინანსურ უბანში იოიდოში. სამი წლის შემდეგ ჩომ დააფუძნა Church Growth International, რათა საერთაშორისო დონეზე  ესწავლებინა  ის პრინციპები, რომლებიც მან ისწავლა.

 მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბევრმა ეკლესიამ მიიღო და მოირგო ჩოს საოჯახო  ჯგუფების მოდელი, მისი მსახურება იყო არაერთგვაროვანი. მას ხშირად ადანაშაულებდნენ აყვავების სახარების ქადაგებაში, როდესაც ის თავის მიმდევრებს ეუბნებოდა, რომ რწმენა მოიტანს მოგებას, დიდებას და მატერიალურ სიმდიდრეს.

თუმცაღა ჩო ამბობდა, რომ სინამდვილეში ქრისტიანები აწყდებიან და განიცდიან ტანჯვას, მაგრამ მათ იციან, რომ ღმერთი უშვებს მათ ტანჯვას მათივე სიკეთისთვის.

”არსებითად, ღმერთს სურს, რომ ჩვენ ვიყოთ ჯანმრთელები როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად. მას ასევე სურს მოგვცეს იმედი. ზოგჯერ ღმერთს სურს, რომ ჩვენ შევიცვალოთ, რაც ხშირად დაკავშირებულია ტკივილთან “, – განაცხადა მან ინტერვიუში ამ წლის დასაწყისში. ”ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ რწმენა, რომ მას აქვს კეთილი განზრახვები და ის მოგვცემს იმას, რაც ამ მომენტში შეიძლება ცუდად მოგვეჩვენოს, მაგრამ საბოლოოდ კარგი აღმოჩნდება.”

1981 წელს, ღმერთის ასამბლეის ორმა ლიდერმა ჩოს ეკლესია დაადანაშაულა, რომ ის მხარს უჭერს  წინაპრების თაყვანისცემას.  ეკლესიაში ზოგიერთნი განაგრძობდა გარდაცვლილი ნათესავების წინ სანთლების დანთების კულტურულ პრაქტიკას და მათი გამოსახულებების წინაშე თაყვანისცემას მნიშვნელოვან დღეებში. ჩომ განაცხადა, რომ უნდა განასხვავოთ ერთმანეთისგან წინაპრების თაყვანისცემა და მამისა და დედისადმი პატივის მიგება, მაგრამ ბევრი ქრისტიანი ლიდერი კორეაში და უფრო ფართო ორმოცდაათიანულ სამყაროში ამას თვლიდა ერეტიკულად.

   დევიდ იონგი ჩომ დატოვა სრულ განაკვეთზე მსახურება 2008 წელს და გადასცა ხელმძღვანელობა იონგ ჰონ ლის, იოიდოს სრული სახარების ეკლესიის ახლანდელ პასტორს.

  პენსიაზე გასვლისას ჩო შეეჯახა მის ყველაზე სერიოზულ სკანდალს. ის დამნაშავედ ცნეს ეკლესიის სახსრების გაფლანგვაში და მიესაჯა სამწლიანი პირობითი სასჯელი. მან უთხრა ეკლესიის ლიდერებს, ეყიდათ ბირჟაზე გამოუქვეყნებელი აქციები, რომელიც მის უფროს შვილს ეკუთვნოდა. ღირებულება გაიზარდა და გავრცელებული ინფორმაციით, ეკლესიამ დაკარგა დაახლოებით 13 მილიარდი ვონი, რაც უდრის დაახლოებით 12 მილიონ აშშ დოლარს. ის ასევე დამნაშავედ ცნეს აქციებთან დაკავშირებით საფონდო გარიგებაზე გადასახადებისაგან თავის არიდებაში.

ჩომ უთხრა თავის ეკლესიას, რომ გასამართლება იყო მის მსახურებაში ყველაზე მძიმე დღე. მაგრამ მან ასევე თქვა, რომ მისი სინდისი სუფთა იყო ღვთის წინაშე და ეკლესიამ მას უფლება მისცა განეგრძო მსახურება ნახევარ განაკვეთზე.

მისი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ჩო მართლაც იყო დამნაშავე იმაში, რომ ძალიან გულუბრყვილო და მიმნდობი იყო თავისი უზნეო შვილის მიმართ და ამტკიცებდნენ, რომ პირადად  ჩოს არ მიუღია არავითარი სარგებელი საფონდო თაღლითობით, ან მისი მრავალწლიანი მსახურებით.  მან დროდადრო განაგრძო ეკლესიაში ქადაგება, სანამ მისი ჯანმრთელობა არ გაუარესდა 2020 წელს.

“ყველაფერი რაც მე გავაკეთე, – ესაა, რომ შევთავაზე ჩემი სიცოცხლე, როგორც იმ ბიჭმა, რომელმაც ხუთი პური და ორი თევზი მისცა”, – ციტირებენ  ჩოს ეკლესიის ვებგვერდზე. “მე უბრალოდ ვეჭიდებოდი  ოცნებებს, რომლებიც უფალმა მომცა.”

წყარო: https://www.christianitytoday.com/news/2021/september/died-david-yonggi-cho-korea-megachurch-cell-church-growth.html