995 571536600 contact@protestant.ge

“თავდასხმა რელიგიურ თავისუფლებაზე”: პასტორი თურქეთში იდევნება მისი რწმენის სხვებისთვის გაზიარების გამო

კანადელ-ამერიკელ პასტორს, რომელიც 19 წელია თურქეთში ცხოვრობს, უთხრეს, რომ დატოვოს ქვეყანა, უბრალოდ ქრისტიანული რწმენის სხვებისთვის გაზიარების გამო.

დევიდ ბეილი, თავისუფლების დაცვის საერთაშორისო  ალიანსთან (ADF) ერთად, გამოდის რელიგიური დევნის წინააღმდეგ. ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა რელიგიურ საფუძველზე შეიტანა განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპულ საბჭოში (ECHR)  (ადამიანის უფლებათა უმაღლესი სასამართლო).

”ყოველთვის, როდესაც ჩვენ საჯაროდ გამოვდიოდით, ხალხი აღფრთოვანებული ისმენდა და სწავლობდა, ამბობს პასტორი.” დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ წარმატებით შევძელით შევბრძოლებოდით მთავრობის მცდელობებს, შეეჩერებინათ ჩვენი მსახურება, რადგან ჩვენ ვიყენებდით მხოლოდ ჩვენს უფლებას რელიგიურ საქმიანობაზე. თავისუფლება, რომელიც დაცულია თურქეთის კონსტიტუციით.”

  “მთავრობას არ სურდა ჩვენი თურქეთში ყოფნა, მაგრამ უამრავ ადამიანს სურს. ღმერთმა იქ მოგვიწოდა, მას სურს, რომ თურქმა ხალხმა გაიგოს მის შესახებ და იცოდეს, რომ ის ახდენს სასწაულებს”, – განაცხადა ბეილმა.

ბეილმა მსახურება დაიწყო, როგორც ქუჩის მახარობელმა, ქადაგებდა რა სახარებას მთელ სტამბოლში. მაგრამ თურქეთის პოლიტიკურ სცენაზე დაიწყო ცვლილებები და დევნა გაიზარდა, რის შედეგადაც  პოლიციამ ეჭვის თვალით დაუწყო ყურება ქრისტიანობას.

2016 წელს მას გამოუტანეს დეპორტაციის უსამართლო გადაწყვეტილება, მაგრამ მან სასამართლოში გაასაჩივრა და მიიღო ქვეყანაში დარჩენის უფლება, მისი საქმის განხილვის დასრულებამდე. შემდეგ, 2018 წლის ოქტომბერში  ბეილი დააპატიმრეს და მას ნაბრძანები ქონდა 15 დღის განმავლობაში ქვეყნის დატოვება. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბეილი საფრთხეს უქმნიდა საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას და დაადეს მუდმივი  აკრძალვა ქვეყანაში განმეორებით შესვლაზე.

“არავინ არ უნდა იყოს დისკრიმინირებული მათი რწმენის გამო. დავითის და სხვა უცხოელი ქრისტიანების მიმართ მტრული დამოკიდებულება, რასაც ახლა თურქეთში ვხედავთ, არის ქრისტიანობის გავრცელების ჩახშობის მიზანმიმართული მცდელობა და წარმოადგენს რელიგიურ თავისუფლებაზე შეტევას”, – თქვა ADF International– ის იურისტმა ლიდია რიდერმა.

მიუხედავად იმისა, რომ დავითის მისიონერული მოღვაწეობა,  ლეგალურია და შეესაბამება როგორც ევროკონვენციის, ასევე თურქეთის ეროვნულ კანონმდებლობას,  საფუძველში დევს მისი დეპორტაციისა და ქვეყნის ტერიტორიის დატოვების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება.   საიმიგრაციო კანონების გამოყენება, როგორც ჩარევის ინსტრუმენტი, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებაში გამოხატოს თავისი რელიგიური მრწამსი.” სერიოზული დარღვევაა.

   ბეილისა და ADF- ის გადაწყვეტილება, გადაეცათ ეს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის, იმედს აძლევს თურქეთში მცხოვრებ სხვა ქრისტიანებს, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ და ჩვენ ვიმედოვნებთ ახალი სტანდარტის შექმნას.

“ყველას აქვს უფლება აირჩიოს თავისი რელიგია და გამოხატოს იგი საჯაროდ და პირადად. გახდა რა იძულებული  მოულოდნელად დაეტოვებინა ქვეყანა, რომელსაც ორი ათწლეულის განმავლობაში საკუთარ სახლს უწოდებდა, მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი აზრით ეს კოშმარია”, – თქვა ADF International– ის დირექტორის მოადგილემ, რობერტ კლარკმა.

”ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირებით, თურქეთი თანახმაა დაიცვას რელიგიური თავისუფლება. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო გამოიყენებს შესაძლებლობას, განიხილოს დევიდ ბეილის საქმე და პასუხისმგებლობა დაეკისროს თურქეთს.”

თურქეთი იკავებს 25-ე ადგილს ორგანიზაცია „Open Doors 2021 World Watch“ -ის მიერ შედგენილ ქვეყნების სიაში, სადაც ქრისტიანები ყველაზე მეტ დევნას განიცდიან.

წყარო: CBN news

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ