995 571536600 contact@protestant.ge

საქართველოს ევანგელური ალიანსის განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 12.03.2022

საქართველოს ევანგელური ალიანსი უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიას განცხადებით გამოეხმაურა და სოლიდარობა გამოხატა უკრაინელი ქრისტიანების და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მიმართ. გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

ჩვენ, საქართველოს ევანგელურ ალიანსში შემავალი ევანგელური ეკლესიები დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
ვწუხვართ და განვიცდით საომარი მოქმედებების შედეგად უამრავი ადამინის, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და მოხუცების გარდაცვალების გამო.
უკრაინაში მიმდინარეობს უსამართლო ომი. უცხო ქვეყნა თავს ესხმის სუვერენულ სახელმწიფოს, არღვევს საერთაშრისო სამართლით აღიარებულ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და განადგურებით ემუქრება თავისუფლების მოყვარე უკრაინელ ერს.
ყოველგვარ ზღვარს სცილდება საცხოვრებელ სახლებზე, საავადმყოფოებზე, საბავშვო ბაღებზე და ეკლესიებზე სარაკეტო და ავია იერიშების მიტანა, რომელსაც უკვე შეეწირა და ეწირება უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე, უკრაინის ქალაქები და სოფლები ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას.
მოვუწოდებთ მსოფლიო ევანგელურ ეკლესიებს, ყველა რელიგის წარმომადგენლებს და სრულიად მსოფლიო საზოგადოებას მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ იმისათვის, რომ დასრულდეს ეს ამაზრზენი ძალმომრეობა.
ასევე მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციაში მოღვაწე ქრისტიანულ ეკლესიებს და სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მთელი გაბედულებით ხმა აიმაღლონ ამ დიდი უსამართლობის წინააღმდეგ, რაც დღეს უკრაინის მიწაზე ხდება მათი ქვეყნის აგრესისს გამო.
სოლიდარობას ვუცხადებთ თავისუფლებისათვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს უკრაინა.
ალიანსში შემავალი ევანგელური ეკლესიები:

  1. საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია;
  2. საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური კავშირი;
  3. საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია;
  4. წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია;
  5. დამოუკიდებელ ევანგელურ ეკლესიათა ასოციაცია;
  6. ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა;
  7. საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია;
  8. ხსნის არმია;

ᲓᲐᲢᲝᲕᲔᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ

Protestant.ge