სამოციქულო რწმენის სიმბოლო (მრწამსი)
მრწამს ღმერთი, მამა ყოვლისამპყრობელი, შემოქმედი ცისა და ქვეყანისა.
და იესო ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, უფალი ჩვენი.
რომელი ჩასახულია სულისაგან წმიდისა და იშვა მარიამ ქალწულისაგან,
ივნო პონტოელი პილატეს ბრძანებით, ჯვარს ეცვა, მოკვდა და დაეფლა,
ჯოჯოხეთს შთავიდა, მესამესა დღესა აღსდგა მკვდრეთით,
ზეცად ამაღლდა, და ზის მარჯვენით ღვთისა მამისა ყოვლისმპყრობელისა:
იქიდან მომავალ არს განსჯად ცოცხალთა და მკვდართა.
მრწამს სული წმიდა,
წმიდა კათოლიკე ეკლესია, წმიდათა წილდებულობა.
ცოდვათა შენდობა,
ხორცით აღდგომა,
საუკუნო ცხოვრება.
ამინ.
ნიკეის რწმენის სიმბოლო (მრწამსი)
მიღებული ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 325 წელს
მრწამს ღმერთი, მამა ყოვლისამპყრობელი, შემოქმედი ცისა და ქვეყანისა.
და იესო ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, უფალი ჩვენი.
რომელი ჩასახულია სულისაგან წმიდისა და იშვა მარიამ ქალწულისაგან,
ივნო პონტოელი პილატეს ბრძანებით, ჯვარს ეცვა, მოკვდა და დაეფლა,
ჯოჯოხეთს შთავიდა, მესამესა დღესა აღსდგა მკვდრეთით,
ზეცად ამაღლდა, და ზის მარჯვენით ღვთისა მამისა ყოვლისმპყრობელისა:
იქიდან მომავალ არს განსჯად ცოცხალთა და მკვდართა.
მრწამს სული წმიდა,
წმიდა კათოლიკე ეკლესია, წმიდათა წილდებულობა.
ცოდვათა შენდობა,
ხორცით აღდგომა,
საუკუნო ცხოვრება.
ამინ.
ნიკეა-კონსტანტინეპოლის სარწმუნოების სიმბოლო (მრწამსი)
1. მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ყოველთა ხილულთა და არახილულთა; 2. და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მხოლოდშობილი, მამისაგან, შობილი საუკეუნეთა უწინ, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი, ჭეშმარიტი ღმერთისაგან, შობილი და არა ქმნილი, თანაარსი მამისა, რომლისაგან შეიქმნა ყოველივე; 3. რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენი ცხოვრებისათვის გადმოვიდა ზეციდან და ხორცი შეისხა სულიწმიდისაგან და ქალწულ მარიამისაგან და განკაცდა; 4. და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელი პილატეს მიერ, და ევნო და დაიმარხა; 5. და აღდგა მესამე დღეს წერილის მიხედვით; 6. და ამაღლდა ზეცად და ზის მამის მარჯვნივ; 7. და კვლავ დაბრუნდება დიდებით, განსასჯელად ცოცხალთა და მკვდართა, რომლის მეფობას არა აქვს დასასრული; 8. და სულიწმიდა, უფალი და მაცოცხლებელი, რომელიც მამისაგან გამოდის, მამისა და ძესთან ერთად ღირსია თაყვანისცემის და დიდების, რომელიც ლაპარაკობს წინასწარმეტყველთა მიერ; 9. ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია; 10. ვაღიარებ ერთ ნათლობას ცოდვათა მოსატევებელად; 11. მოველი მკვდრეთით აღდგომას; 12. და საუკუნო სიცოცხლეს. ამინ.