ჯორჯ ვაშინგტონ კარვერი – მეცნიერი, რომელიც იცნობდა ღმერთს და ესაუბრებოდა მცენარეებს
1864 წელს, ან 1865 წლის გაზაფხულზე, მონების ოჯახში, რომელიც მისურის შტატში მუშაობდნე დაიბადა ვაჟი. როდესაც ის ჯერ კიდევ სულ პატარა იყო, გარდაეცვალა მამა, გარკვეული დროის შემდეგ მათ თავს დაესხნენ ბანდიტები და ბიჭი და დედამისი ტყვედ წაიყვანეს. მოსე კარვერმა მოახერხა ბიჭის გამოსყიდვა, მაგრამ დედამისი, მას შემდეგ არავინ უნახავს.
ქალბატონმა კარვერმა ბიჭს სახელად ჯორჯ ვაშინგტონი დაარქვა, რადგან მან არ იცოდა მისი არც სახელი, ან საიდან იყო. ჯორჯი მათი ოჯახის ნაწილი გახდა.

ვინაიდან ჯორჯი იყო ფერად კანიანი, თეთრი ბავშვები მას გვერდს უვლიდნენ, არ სურდათ მასთან ლაპარაკი, ამიტომ იგი იესოსთან ბევრს ლაპარაკობდა. მან იცოდა, რომ იესოს ყველას უყვარდა. ბიჭმა უფალს მოუყვა ყველაფერი, რაც მან გააკეთა და რა აწუხებს მას. და, რა თქმა უნდა, ღმერთმა გაიგო ეს.
ჯორჯმა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო ბუნებისადმი დიდი ინტერესი. ბევრ დროს ატარებდა მდელოსა და ტყეში, შეისწავლა ყველა ბალახი და ყველა ყვავილი. მას ჰქონდა არაჩვეულებრივი უნარი ზუსტად განესაზღვრა, თუ რა დაემართა კონკრეტულ მცენარეს და უნიშნავდა საჭირო მკურნალობას.
ფერმერების ცოლებს მთელი ოლქიდან მიჰქონდათ მისთვის მკვდარი შინაური მცენარეები, ევედრებოდნენ კარვერს დაებრუნებინა მისთვის ყოფილ აყვავებული შესახედაობა. კარვერი, თავის მხრივ, ფრთხილად უვლიდა მცენარეებს, ხშირად უმღეროდა მათ თავისებური ბუჩქის ხმით, რგავდა მათ კონსერვის ქილაში საკუთარ მომზადებულ სპეციალურ ნიადაგში, მზრუნველად იფარავდა ღამით, ხოლო დღისით გამოჰქონდა “მზეზე სათამაშოდ”. როდესაც კარვერი ჯანმრთელი მცენარეები უბრუნებდა მეპატრონეებს, მას ყოველთვის უსვავდნენ ერთსა და იგივე კითხვას: როგორ მოახერხა ეს? მაგრამ კარვერი მშვიდად პასუხობდა: ”ყველა მცენარე და ასობით სხვადასხვა ტყის მწერი მელაპარაკება. მე ყველაფერი ეს ვისწავლე, რადგან ვუყურებ და მიყვარს გარშემო ყველაფერი. ”

მოგვიანებით, როდესაც ჯორჯი გაიზარდა და უნივერსიტეტის ბოტანიკის პროფესორი გახდა, სტუდენტები ყოველთვის გაოცებული იყვნენ მისი ჩვევით, რომ დილით ოთხ საათზე დგებოდა და სამუშაო დღის დაწყებამდე ტყეში სასეირნოდ დადიოდა, მას უამრავი მცენარე მოჰქონდა, რომლებიც ლექციების ვიზუალურ საშუალებად იქცეოდა. აუხსნა რა ეს ჩვევა თავის მეგობრებს, კარვერმა თქვა:
”ბუნება არის უდიდესი მასწავლებელი და სანამ ყველას სძინავს, ის საუკეთესო გაკვეთილებს მაძლევს მე. განთიადის დროს, შემოქმედი მაჩხვენებს იმ გზას, რომელსაც უნდა გავყვე. ”
ერთ გვიან საღამოს, კარვერი იჯდა და ფიქრობდა თავის სახელოსნოში; იგი მიაშტერდა არაქისის მცენარეს და ჰკითხა: “რატომ შეგქმნა შემოქმედმა შენ?” მან დაუყოვნებლად მიიღო მოკლე პასუხი: ”იფიქრეთ სამ რამეზე: თავსებადობა, ტემპერატურა და წნევა.”
მიჰყვა რა ამ ლაკონურ რჩევას, კარვერი ჩაიკეტა თავის ლაბორატორიაში და მთელი კვირა გაატარა იქ, ძილისა და დასვენების გარეშე. მან დაყო თხილი ქიმიურ შემადგენლობად და ათავსებდა მათ სხვადასხვა წნევის ქვეშ, ამუშავებდა სხვადსახვა ტემპერატურაზე. დაბოლოს, დასრულების შემდეგ, მან მიიღო ორი ათეული ბოთლი, რომელთაგან თითოეული შეიცავდა არაქისის ახალ პროდუქტს.
კარვერმა შეისწავლა არაქისის დამუშავება, ისწავლა მისგან ზეთის და ყავის მოპოვება, მელანი და საპონიც კი, და დაიწყო მისგან ახლა ყველასთვის ცნობილი არაქისის პასტის გაკეთება. ტკბილი კარტოფილიდან შესაძლებელი გახდა ფქვილის, ფაფის, წებოს, საღებავის და რეზინის მიღებაც კი. მასვე ეკუთვნის ნახერხისა და მეტალის ნამცეცებისაგან მარმარილოს ფილების, სიმინდის ღეროვანი ბოჭკოებისგან კი თოკების და ალაბამის თიხისაგან საღებავების დამზადების იდეა.
როდესაც კარვერს სთხოვეს აეხსნა თავისი კვლევის მეთოდები, მან უპასუხა, რომ იგი არასდროს ეძებდა რაიმე მეთოდებს, ტყეში გასეირნებისას მასთან ყველაფერი მოდის შთაგონებითა და ინსპირაციით.
”ბუნების შესახებ კითხვა კარგია, მაგრამ თუ ადამიანი მიდის ტყეში და ყურადღებით უსმენს, მას შეუძლია ისწავლოს მეტი, ვიდრე წიგნებში, რადგან ბუნება ღვთის ხმაზე საუბრობს,” – ამბობდა ჯორჯ ვაშინგტონ კარვერი. ”მე … დიდ შემოქმედს ვთხოვ, მშვიდად, ყოველდღიურად და ხშირად დღეში მრავალჯერ მომცეს საშუალება, რომ ვესაუბრო მას სამყაროს სამი დიდი სამეფოს მეშვეობით, რაც მან შექმნა – ცხოველთა, მინერალებისა და მცენარეების სამეფო – გავარკვიო მათი ურთიერთობა ერთმანეთთან და ჩვენი ურთიერთობები მათთან და დიდ ღმერთთან, რომელმაც შექმნა ყველაფერი. ”

და აი, შესანიშნავი მკვლევარის რამდენიმე ციტატა:
“ყველაფერი, არსებული, გაგიმხელს თავის საიდუმლოებებს, თუკი ის საკმარისად გეყვარება.”
”მე მიყვარს ვიფიქრი ბუნებაზე, როგორც უსაზღვრო სამაუწყებლო სადგურზე, რომლის მეშვეობითაც უფალი ყოველ საათში ჩვენთან ურთიერთობს, ჩვენ მხოლოდ საჭირო ტალღაზე აწყობა უნდა შევძლოთ.”
როდესაც I მსოფლიო ომი დაიწყო, საღებავების უკმარისობა გახდა სერიოზული პრობლემა საერთოეროვნული მასშტაბით. გარიჟრაჟის დროს კარვერი დაეხეტებოდა ტყის ბილიკებით, რომელიც დაფარული იყო ნისლითა და ცვარით და ეკითხებოდა თავის მწვანე მეგობრებს, რომელი მათგანი შეძლებს საღებავების პრობლემის მოგვარებას. ოცდარვა მოხალისე მცენარის ფოთლებიდან, ფესვებიდან, ღეროებიდან და ხილიდან მან შექმნა 536 ტიპის საღებავი მატყლის, ბამბის, სელის, აბრეშუმის და კიდევ კანის გასათეთრებლად. კარვერს შეეძლო 49 განსხვავებული საღებავის მიღება მხოლოდ ერთი ყურძნის ჯიშისგან.
ყველა იცნობდა კარვერს, როგორც მორწმუნე კაცი. თავის გამოსვლებში მან შეძლო თავისი აღმოჩენები დაეკავშირებინა ღვთის რწმენისათვის. ჟურნალ ატლანტაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, თიხაზე დაფუძნებული საღებავის გამოგონების შესახებ, კითხვაზე, კარვერმა უპასუხა:
”ერთადერთი რაც მე გავაკეთე იყო ის, რაც ღმერთმა შექმნა ის მივიყვანე ისეთ მდგომარეობამდე, რომ ხალხს შეუძლია გამოიყენოს იგი. ეს არ არის ჩემი გამოგონება. ეს არის ღვთის გამოგონება. ”
კარვერმა დააპატენტა მხოლოდ რამდენიმე მისი იდეა და უარი თქვა ფინანსურ ანაზღაურებაზე. მას შეეძლო მილიარდერი და გავლენიანი ადამიანი ყოფილიყო, მაგრამ ჰენრი ფორდისგანაც კი არ მიიღო შეთავაზებები. კარვერი განმარტავდა თავის ცხოვრებისეულ ფილოსოფიას: ”რაც უნდა გავითვალისწინოთ, არ არის ტანსაცმლის სტილი, არ არის ავტომობილების მარკა და არ არის თანხის რაოდენობა ბანკში. ეს არაფერს ნიშნავს. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მხოლოდ ხალხის მსახურება – სწორედ ამით იზომება წარმატება. ”
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, კარვერმა თავის ერთ-ერთ ვიზიტორს აუხსნა, შეეხო რა მის მაგიდასთან ყვავილს: „როდესაც ამ ყვავილს ვეხები, მარადიულობას ვეხები, რადგან ყვავილები გაჩნდა ადამიანების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე. მათი საშუალებით მე ვწვდები უსასრულობას. ”

ძალიან ხშირად, მეგობრები და უცნობები მოდიოდნენ ჯორჯ ვაშინგტონის პატარა ლაბორატორიაში. მას სტუმრობდნენ გამოჩენილი და თუნდაც ცნობილი პიროვნებები. და კარვერი უყვებოდა ყველა მათგანს იესო ქრისტეს შესახებ და თუ რა წერია ბიბლიაში- წმიდა წერილში, რომელსაც კითხულობდა მეგობრების წრეში, რომელიც ქრისტეს და მისი გამომსყიდველი მსხვერპლის შესახებ მოწმობს, კიდევ ერთხელ ამბობდა იმაზე, თუ რამდენ დროს უთმობს კარვერი ღვთის სიტყვის შესწავლას. ჯორჯ ვაშინგტონ კარვერი გარდაიცვალა 1943 წლის 5 იანვარს. მისი ბოლო სიტყვები იყო: “ჩემთვის სახლი სხვა სამყაროშია მომზადებული”.
მომზადებულია სვეტლანა ნიკიფოროვა- ს მიერ Outpouring.ru
ფაქტები ჯორჯ კარვერის შესახებ
– კარვერი მონობაში დაიბადა. მისი მამა და დედა 1855 წელს მონებად გაყიდეს 700 დოლარად.
– როდესაც ჯორჯი მხოლოდ ერთი კვირისა იყო, ის, თავის დასთან და დედასთან ერთად, გაიტაცეს ბანდიტებმა და ხელახლა გაიყიდეს მონად.
– კარვერმა გამოიგონა 105 რეცეპტი არაქისის კერძებისთვის
– 1941 წელს ჟურნალმა Time- მა კარვერს უწოდა “შავი ლეონარდო”
– 1943 წელს ჯორჯ კარვერის ძეგლისთვის პრეზიდენტმა რუზველტმა გამოყო 30 ათასი დოლარი. ეს იყო პირველი ძეგლი შეერთებულ შტატებში, რომელიც აფრო ამერიკელისთვის აღიმართა.

რატომ არის გამოსახული მეცნიერი ჯორჯ ვაშინგტონ კარვერი ეროვნულ მონუმენტზე წელსზემოთ შიშველი და ფეხშიშველი?
1943 წლამდე შეერთებულ შტატებში ეროვნული ძეგლები მხოლოდ პრეზიდენტებს ეძღვნებოდა. პირველი რიგითი მოქალაქე, რომლის საპატივცემულოდაც დაიდგა ეროვნული ძეგლი, იყო ბოტანიკოსი და გამომგონებელი ჯორჯ ვაშინგტონ კარვერი, რომელიც იყო ფერადკანიანი. უფრო მეტიც, ძეგლზე იგი გამოსახულია წელსზემოთ შიშველი და ფეხშიშველი – როგორც შეხსენება იმდროინდელი აფრო ამერიკელი ბავშვების ტიპიური გარეგნობის შესახებ.
უნივერსალური არაქისი
მე –20 საუკუნის დასაწყისში ამერიკელი ფერმერებს ძირითადად ბამბა მოჰყავდათ. როდესაც მავნებლებმა და მღრნელებმა დაიწყეს ბამბის მოსავლის განადგურება , ჯორჯ კარვერმა, ფერმერებისთვის დასახმარებლად, შეიმუშავა მთელი სტრატეგია, ბამბაზე უფრო პერსპექტიული არაქისის, სოიოსა და ტკბილი კარტოფილით ჩანაცვლების მიზნით. თავისი იდეების პოპულარიზაციისთვის, კარვერმა გამოუშვა ბიულეტენები, რომლებშიც გამოაქვეყნა რეცეპტები კარაქისა და ტკბილი კარტოფილის კერძებისთვის. ჯორჯს სურდა, რომ ღარიბ ფერმერებს განევითარებინათ ბამბის ნათესების ალტერნატივა, რომ თავიანთი ოჯახების შესანახი საშუალება ჰქონოდათ, მოსავალი გადამუშავებულიყო. ამისათვის კარვერმა გამოიგონა ასზე მეტი არაქისზე დაფუძნებული პროდუქტი, მათ შორის კოსმეტიკური საშუალებები, საღებავები, პლასტმასი, ბიოსაწვავი, ლინოლეუმი, მაიონეზი, ქაღალდი და რეზინი. ჯორჯმა ნიტროგლიცერინის დამზადებაც კი ისწავლა არაქისისგან – (დინამიტის მთავარი კომპონენტი).