995 571536600 contact@protestant.ge

ევროკავშირმა დანიშნა პირი, რომელიც პასუხისმგებელია რელიგიური თავისუფლების ხელშეწყობაზე მის საზღვრებს გარეთ

ევროკავშირმა დანიშნა ფრანს ვან დეილი  რელიგიური თავისუფლების ხელშეწყობაზე პასუხისმგებელ პირად.
  ევროკავშირს ჰყავს ახალი პირი, რომელიც პასუხისმგებელია რელიგიური თავისუფლების ხელშეწყობაზე მის საზღვრებს გარეთ. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა გამოაცხადა ბელგიელი ფრანს ვან დეილის დანიშვნაზე  რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ხელშეწყობის ახალ სპეციალურ წარმომადგენელად.
  „მე პირობას ვდებ, რომ უზრუნველვყოფ ყველა რწმენისა და დარწმუნების პატივისცემას მთელს მსოფლიოში და ხელს შევუწყობ კულტურათაშორისი და რელიგიათაშორის დიალოგს“, – დაწერა ევრო კომისიის ვიცე პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა ტვიტერზე.
  ევროკავშირს თითქმის სამი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ დაენიშნა ადამიანი, რომელიც უხელმძღვანელებდა მის ფარგლებს გარეთ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების პოპულარიზაციას. იან ფიგელის უფლებამოსილების დასრულების შემდეგ, 2020 წელს, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო  სტაბილურობა ამ თანამდებობაზე.
  2021 წელს დაინიშნა კვიპროსელი ქრისტეს სტილიანიდისი, თუმცა მან თანამდებობა 6 თვის შემდეგ დატოვა.
  75 წლის ვან დეილს დიპლომატის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

Leave a Reply