"და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დასძლევს ჯოჯოხეთის ჭიშკარი".

მათე 16:18

კონფესიური კუთვნილება

უფალმა იესო ქრისტემ მათ. 16:18; თქვა: "და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დასძლევს ჯოჯოხეთის ჭიშკარი".

იესო ქრისტეს დღეებიდან დღემდე მსოფლიოში ჩამოყალიბდა ქრისტიანობის სამი ძირითადი აღმსარებლობა: მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი. თავის მხრივ ამ სამივე აღმსარებლობის წიაღში წარმოიშვა ბევრი დენომინაცია და მიმდინარეობა.

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია არის მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის ნაწილი და მიეკუთვნება ქრისტიანული ეკლესიის პროტესტანტულ ფრთას.

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია, ისევე, როგორც მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიები აღიარებს ქრისტიანულ ეკლესიაში საეკლესიო კრებების მიერ მიღებულ ისტორიულ დოკუმენტებს: მოციქულთა, ნიკეა-კონსტანტინეპოლის და ათანასეს სარწმუნოების სიმბოლოებს.

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია აღიარებს სულიწმინდით ნათლობას უცხო ენებზე ლაპარაკის ნიშნით.

ეკლესია არ მიეკუთვნება რომელიმე არსებულ დენომინაციას, არამედ არის არადენომინაციური დამოუკიდებელი ქრისტიანული ეკლესია.

ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის ღვთისმეტყველების საფუძველია ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმის კანონიკური წიგნები.

ეკლესია პატივისცემით ეპყრობა ისტორიულ ეკლესიაში შექმნილ ნაშრომებს, საუკუნეების განმავლობაში მოღვაწე წმინდა მამათა სწავლებას, საეკლესიო გადმოცემას და ასე შემდეგ, მაგრამ ეკლესიაში ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმის კანონიკური წიგნები, არის ერთადერთი უცდომელი სახელმძღვანელო ღვთისმეტყველებაში და საეკლესიო სწავლებაში. ბიბლია არის სტანდარტი-ეტალონი, რაზეც უნდა გასწორდეს ნებისმიერი სწავლება და ნაშრომი თანამედროვეც და ისტორიულიც.

ჩვენი მოძღვრება

წმინდა წერილი

ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის ღვთისმეტყველების საფუძველია ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმის კანონიკური წიგნები. ჩვენ გვჯერა, რომ ბიბლია არის ღვთის შთაგონებული და უშეცდომო სიტყვა.

სახელმწიფოსთან ურთიერთობა

"ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებათ; ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებულნი ღმერთის მიერ არიან დაგენილნი." (რომ. 13:1-5)

ეკლესიის სტრუქტურა

ეკლესიაში სტრუქტურულ მოწყობას და საქმიანობის მმართველობას ახორციელებს ეკლესიის სულიერი საბჭო, პასტორები და კონკრეტული საქმიანობის სფეროს ხელმძღვანელები.

სახელმწიფოსთან ურთიერთობა

ჩვენ გვწამს, რომ ქრისტიანი უნდა იყოს კანონმორჩილი, პატიოსანი მოქალაქე. თავისი ქვეყნის მოყვარული, მლოცველი და მზრუნველი მისი წარმატების და დაცვისათვის.

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია რეგულარულად აღავლენს ლოცვებს ქვეყნის (საქართველოს) უმაღლესი ხელისუფლებისათვის: პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტი, ადგილობრივი თვითმმარველობა და ასე შემდეგ.

ჩვენის მხრივ მშვიდობიანი მეგობრული ურთიერთობა გვაქს და პატივისცემით ვეპყრობით საქართველოში არსებულ ყველა რელიგიურ გაერთიანებას.

მიგვაჩნია, რომ ქვეყნის მოწყობის საუკეთესო ფორმა ქვეყნის დემოკრატიული პრინციპებით მოწყობაა, სადაც მაქსიმალურად იქნება დაცული ადამიანის ძირითადი და ფუნდამენტალური უფლებები. უმთავრესი ღირებულება კი უნდა იყოს თავუფლება და თანასწორობა.

ეკლესიის სტრუქტურა

  • სულიერი საბჭო

    ეკლესიის სტრუქტურულ მოწყობას და საქმიანობის მმართველობას ახორციელებს ეკლესიის სულიერი საბჭო

  • პასტორები

    პასტორები არიან ეკლესიის სულიერი ლიდერები, რომლებიც ხელმძღვანელობენ სულიერ საქმიანობას

  • მინისტრების ხელმძღვანელები

    კონკრეტული საქმიანობის სფეროს ხელმძღვანელები (ლიდერები) არიან პასუხისმგებელნი თავიანთ მინისტრებზე

  • უფროსი პასტორი

    საეკლესიო იერარქიაში უმაღლეს იერარქს წარმოადგენს ეკლესიის მწყემსი "უფროსი პასტორი"