995 571536600 contact@protestant.ge

ქ. რუსთავი

ისტორია ახალგაზრდობა ბავშვები ქება-დიდება მშენებლობა გალერეა

   საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში, ერთი ხედვის და ერთი მიმართულების ეკლესიათა ერთიან ოჯახში, ქ. რუსთავის ეკლესია წარმოადგენს ერთ ერთ საბაზო ქრისტიანულ ცენტრს.
ეკლესია ანვითარებს საეკლესიო მსახურებების ფართო სპექტრს და მოიცავს საზოგადოების სხვასხვა ფენებს. ეკლესია აღჭურვილია როგორც სულიერად ასევე მატერიალურად, ყველა საჭირო შესაძლებლობით, რომ რეგიონში მაცხოვრებელი ადამიანებისათვის გახდეს კეთილი უწყების მაუწყებელი და შეასრულოს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიადი დავალება:  “უთხრა მათ: “წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება.ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება; ხოლო, ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდადებული იქნება.” მარკ. 16:15-16;
ქ. რუსთავის ადგილობრივი ეკლესიის პასტორი და ასევე ცენტრის ხელმძღვანელი გახლავთ  საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიის უფროსი პასტორი გიორგი (ხვიჩა) ჩიტაძე.
2018 წლის 7 იანვარს მოხდა რუსთავის ეკლესიის ახალი სამლოცველოს კურთხევა და უფლისადმი მიძღვნა, რომელსაც ასევ დაესწრნენ საქართველოში არსებული სხვა და სხვა ეკლესიების წარმომადგენლები და ასევ ჩვენი მეგობრები გერმანიიდან, ქალაქ ულმის პროტესტანტული ეკლესიიდან.