995 571536600 contact@protestant.ge

უფალი პასუხობს გულწრფელ ლოცვებს

დოქტორი მარკი იყო ცნობილი ექსპერტი ონკოლოგიის სფეროში. ერთხელ ის მნიშვნელოვან კონფერენციაზე მიდიოდა, სადაც სამედიცინო კვლევის სფეროში უნდა დაეჯილდოვებინათ.
იგი ძალიან წუხდა, რადგან ფასდებოდა მისი მრავალი წლის კვლევის შედეგი. აფრენიდან ორი საათის შემდეგ, ავარიული სიტუაციის გამო, თვითფრინავი უახლოეს აეროპორტში დაეშვა.
ექიმს ეშინოდა, რომ დააგვიანდებოდა. ამიტომ იქირავა ავტომობილი და გადაწყვიტა წასვლა კონფერენციაზე. მაგრამ, ცოტახანში ამინდი შეიცვალა. დაიწყო ძლიერი შტორმი.
წვიმის გამო, ექიმმა არასწორ გზაზე შეუხვია. ორსაათიანი სიარულის შემდეგ, ის მიხვდა, რომ დაიკარგა. ის თავს ძალიან სუსტად გრძნობდა, თანაც მშიერი იყო. ამიტომ გადაწყვიტა ღამის გასათევი ადგილი მოეძებნა. რამოდენიმე ხნის შემდეგ, მარკმა პატარა ქოხი შეამჩნია. უიმედოდ მყოფმა გადაწყვიტა მანქანიდან ჩამოსვლა და სახლთან მისვლა. როდესაც კარზე დააკაკუნა, ის ერთმა ახალგაზრდა ქალმა გაუღო. ექიმმა ქალს მდგომარეობა აუხსნა და ტელეფონი თხოვა.
ქალმა მას უპასუხა, რომ ტელეფონი არ ქონდა, მაგრამ შეეძლო სახლში დალოდებოდა ამინდის გაუმჯობესებას. ქალი ექიმს ცხელი ჩაით და სადილით გაუმასპინძლდა.
ქალმა ექიმს თხოვა, რომ მასთან ერთად ელოცა, თუმცა მარკმა მას უპასუხა, რომ: ამ ქვეყნად, მხოლოდ შრომისყვარეობის სჯერა. სანთლის შუქზე ექიმმა შეამნია, რომ ქალი ბავშვის საწოლთან, მულხლჩახრილი ბუტბუტებდა.
როცა ლოცვა დაამთავრა მამაკაცმა კითხა ქალს, კონკრეტულად რას ითხოვდა ის ღვთისგან. შემდეგ კი შეეკითხა , პატარა ბიჭუნაზე, რომელსაც იქვე, პატარა საწოლში ეძინა.
ქალს ოდნავ ჩაეღიმა და უთხრა, რომ ეს მისი ბიჭუნაა. ის იშვიათი ტიპის კობოთია დაავადებული და მხოლოდ ერთ ექიმს შეუძლია მისი გადარჩენა, მას მარკი ქვია, მაგრამ ის სხვა ქალაქში ცხოვრობს. ჯერ, ღმერთს, არ უპასუხია ჩემს ლოცვებზე, თუმცა იმედი არ დამიკარგავსო. ამის მოსმენის შემდეგ, ექიმი გაშეშებული იდგა, მეტყველების უნარიც კი დაკარგა, ხოლო შემდეგ ის ატირდა. მან ძლივს ამოიღო ხმა და თქვა: ღმერთი დიდია, შემდეგ კი გაიხსენა, რაც იმ დღეს თავს გადახდა: თვითფრინავის გაფუჭება, საშინელი წვიმა, გზის არევა და ბოლოს სახლი, სადაც ის მივიდა…
ეს ყველაფერი მოხდა არამარტო იმიტომ, რომ ღვთიურმა ძალებმა უპასუხეს მის ლოცვებს, არამედ იმიტომაც, რომ მას მიეცა შანსი გამოსულიყო მატერიალური სამყაროდან და დახმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ არაფერი, ლოცვის გარდა.

წყარო:http://interesno.top

Leave a Reply