995 571536600 contact@protestant.ge

ფინანსური მსახურება, შემოწირულობა

პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით“. იგავ. 3:9;
ყოველი მეათედი მიწისა, მიწის ნათესისა, ხის ნაყოფისა უფლისაა, უფლის წმიდაა.” ლევ. 27:30;
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია, თავის საქმიანობს ახორციელებს მორწმუნე და ერთგული ადამიანების მხარდაჭერით. ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ ბევრი სასიკეთო საქმე: ვიყოთ სინათლე ბნელში მყოფთათვის. წამლის მიმცემი დავრდომილთათვის, დამაპურებელი მშიერთათვის და ნუგეში უიმედობაში მყოფთათვის. შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას თქვენი შესაწირავით და იყოთ ტანამონაწილე ჩვენს ქვეყანაში სულიერების აღორძინების და ურყევი ქრისტიანული საფუძვლების ჩაყრის, შეგიძლიათ თქვენი შესაწირავით ერთი აგური დადოთ ჩვენი ქვეყნის გამოღვიძების საქმეში.
ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე მეთხოვა ძმებისთვის, რომ წინასწარ მოსულიყვნენ თქვენთან და გაემზადებინათ თქვენგან უკვე აღთქმული ძღვენი, რათა მზად ყოფილიყო როგორც კეთილი ნების და არა როგორც ნაძალადევი საჩუქარი. იმასაც გეტყვით, რომ ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, ის უხვად მოიმკის. თითოეულმა გაიღოს ისე, როგორც გულით განეწყო, არც მწუხარებითა და არც ძალდატანებით; ვინაიდან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს; ღმერთს კი ძალუძს სიუხვე მოგცეთ ყოველგვარ მადლში, რათა ყველაფერში ყოველივეს საკმარისად მქონენი, უხვნი იყოთ ყოველი კეთილი საქმისთვის.” 2კორ. 9:5-8;

შეგიძლიათ შეწიროთ მარტივად პეიპალ სისტემის მეშვეობით, ამისთვის  გადადით ლინკზე  (თუ არ ხართ დარეგისტრირებული პეიპალ-ზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 5 წუთში)
ან შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვა:
ლარის ანგარიშის რეკვიზიტები;   აშშ დოლარის ანგარიშის რეკვიზიტები;  ევროს ანგარიშის რეკვიზიტები; 
აუცილებლად მიუთითოთ შემოწირულობის მიზანში  კონკრეტულად რა დანიშნულებით სწირავთ.