მისიონერობა

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას აქვს მისიონერული ხედვა, ჩვენ გვჯერა უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის და გვსურს გავიგოთ და შევასრულოთ მისი სურვილი: მარკ 16:15-16;”უთხრა მათ: “წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება. ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება; ხოლო, ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდადებული იქნება.”
საქ 1:8; არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე”.
გვინდა ვიყოთ უფალი იესოს დიადი დავალების შემსრულებლები და წავიღოთ უფლის სიტყვა სამყაროს კიდემდე, ვიყოთ მისი მოწმენი ყველა ერში და ხალხში. ამ მისიის შესასრულებლად ჩვენ ვაფუძნებთ ადგილობრივ მისიებს, ეკლესიებს საქართველოს ქალაქებში და ვემზადებით მსოფლიო მისიონერულ საქმიანობაში ჩართვისათვის.
ქ. გორში ქ. რუსთავსა და ხაშურის რაიონში ვაშენებთ მისიონერულ ცენტრებს მომავლისათვის, ასევე ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია იქნება პლატფორმა ბევრი მისიონერისათვის სხვადასხვა ქვეყნებში წასასვლელად, რათა ყველას მისწვდდეს ჩვენი უფლის იესოს სიტყვები. ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან მალე ღმერთი გაგვიხსნის გზას საერთაშორისო მისიაში.