995 571536600 contact@protestant.ge

ლოცვითი მსახურება

რისთვის ვლოცულობთ?

 ჩვენ ვლოცულობთ: საქართველოსთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის, რომ ღმერთის მადლი შეეხოს ყველას. ვლოცულობთ მთავრობისა და ხელისუფლებისთვის. პოზიციისა და ოპოზიციისთვის, რომ მისცეს ღმერთმა სიბრძნე ხელისუფალთ, ღვთის ნების თანახმად მართონ ჩვენი ქვეყანა. ვლოცულობთ ეკონომიკური აყვავებისთვის. მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ჩვენს სამშობლოში. პოლიტიკური, რელიგიური და ეთნიკური თავისუფლებისთვის.
  ვლოცულობთ საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიისთვის. ეკლესიის სულიერი მმართველობისთვის, (პასტორები და ლიდერები). ეკლესიის დაცვისთვის და ეკონომიკური გაძლიერებისთვის.
  ვლოცულობთ ჩვენს ქვეყანაში არსებული ქრისტიანული ეკლესიებისთვის და ეკლესიებს შორის მშვიდობიანი და თავისუფალი ურთიერთობების აშენებისათვის 

ვის შეუძლია შემოგვიერთდეს?

ნებისმიერ ადაიანს: ასაკის სქესის, კანის ფერის და სოციალური წარმომავლობის მიუხედავად, ვისაც სწამს, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა, აყვავება და დაცვა მხოლოდ ყოვლისსემძლე ღმერთს ხელეწიფება. “თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს მისი გუშაგი.” ფსალ126:1; 
  “კურთხეულ იყოს ღმერთის სახელი უკუნითი უკუნისამდე, ვინაიდან მისია სიბრძნე და ძლიერება. ის ცვლის დროსა და ჟამს, ამხობს და აღადგენს მეფეებს, ბრძენთ სიბრძნეს აძლევს და გონიერთ – ცოდნას. დან. 2:20-21; შეუძლია შემოგვიერთდეს ამ ლოცვაში და ერთად ვილოცოთ ჩვენი სამშობლოს აყვავებისთვის.

ჩვენი ლოცვითი მსახურება

ლოცვით მსახურება რუსთავში

ლოცვითი მსახურება გორში

ლოცვითი მსახურება რაიონებში

ქ. რუსთავში საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში მოქმედებს ლოცვითი მსახურება, რომელშიდაც გაერთიანებულნი არიან, ერთგული, მიძღნილი და მოწოდებული ადამიანები, რომლებიც მზად არიან იშუამდგომლონ ეკლესიისა და სხვა საჭიროებებისთვის. მოქმედებს ასევე ლოცვითი ცხელი ხაზი.
ყოველი თვის პირველ პარასკევს ეკლესიაში იმართება ღამის ლოცვა.

ქ. გორში საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში მოქმედებს ლოცვითი მსახურება, რომელშიდაც გაერთიანებულნი არიან, ერთგული, მიძღვნილი და მოწოდებული ადამიანები, რომლებიც მზად არიან იშუამდგომლონ ეკლესიისა და სხვა საჭიროებებისთვის. მოქმედებს ასევე ლოცვითი ცხელი ხაზი.
ყოველი თვის პირველ შაბათს ეკლესიაში იმართება ღამის ლოცვა, თაყვანისცემის საღამო.

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიაში გარდა მისი ცენტრებისა ასევე მოქმედებს ლოცვითი მსახურება ყველა რაიონულ ეკლესიაში თუ საოჯახო ჯგუფში, ეს არის ერთიანი ლოცვის ხაზი.

ლოცვის საკითხები ქ. გორში

იხილეთ ლოცვის საკითხები