995 571536600 contact@protestant.ge

Домашние ячейки

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესია არის საოჯახო ჯგუფებზე აგებული ეკლესია, ყველა ქალაქსა თუ სოფელში სადაც ჩვენ ვიწყებთ საქმიანობას ვიწყებთ საოჯახო ჯგუფების განვითარებას. ქ. გორში თითქმის ყველა დასახლებასა თუ უბანში გავაქვს საოჯახო ჯგუფები. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ საოჯახო ჯგუფებს, რადგან პირველი ეკლესია, როგორც ამას ახალი აღთქმა გვაჩვენებს იყო საოჯახო ჯგუფებზე(სახლის ეკლესიებზე) აგებული ეკლესია, საქ 2:46-ში ნათქვმია სახლებში ტეხდნენ პურს, ასევე მოციქული პავლე ხშირად ახსენებს ტერმინს “საოჯახო ეკლესია” 1კორ 16:19; რომ 16:5; ფილიმ 1:1-2; ამიტომ ჩვენი ხედვაა მყარი საოჯახო ჯგუფების ქსელის განვითარება, ჩვენ ვნერგავთ საოჯახო ჯგუფებს ორი ნიშნით 1. ტერიტორიული ნიშნით და 2. პროფესიული ნიშნით, მაგ. ბიზნესმენების საოჯახო ჯგუფი ან მუსიკოსების საოჯახო ჯგუფი. საოჯახო ჯგუფიების ლიდერები იღებენ პასუხისმგებლობას თავიანთ ჯგუფებზე, რომ ყველა იყოს გამოკვებილი სიტყვით, შენარჩუნებული იყოს ლოცვის ერთიანობა და ურღვეობა. საოჯახო ჯგუფის ლიდერები ყოველ კვირას იღებენ თემას ეკლესიის პასტორისაგან, რომელსაც გადსცემენ შემდეგ საოჯახო ჯგუფებში და ცდილობენ რომ მოცემული თემა ყველასთვის გასაგები გახდეს და ყველას ჰქონდეს სწორი, საღი მოძღვრება და აზრი ამა თუ იმ ქრისტიანულ საკითხზე.1კორ 1:10;