995 571536600 contact@protestant.ge

ევანგელიზაცია

"უთხრა მათ: "წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება.ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება; ხოლო, ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდადებული იქნება."
ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!"
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესის ევანგელიზაციური მსახურების მიზანია მიიტანოს ხალხამდე სახარება (კეთილი უწყება), იესოს სისხლით ჩვენი გამოსყიდვის შესახებ,
ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია ატარებს საგაზაფხულო და საშემოდგომო კონფერეციებს რომელიც ძირითადად ევანგელისტური ხასიათისაა. ქ. გორსა და რუსთავში ჩვენ გვქონდა რამდენიმე ევგელიზაციური მსახურება რომლებზეც ძალიან ბევრი დაინტერესებული ადამიანი მოვიდა, იყო ძალიან ბევრი საწაულებრივად განკურნების ფაქტები და მოწმობები, ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო იესო ქრისტე პირად მხსნელად,
ვაწყობთ ქრისტიანული, მხატვრული და დოკუმენტური საგანმანათლებლო ფილმების ჩვენებებს.
ეკლესია ევანგელიზირებას ძირითადად ახდენს საოჯახო ჯგუფების საშუალებით. ეკლესიაში მოქმედებს ევანგელიზაციური ჯგუფი დაკომპლექტებული მახარებლური მოწოდების ერთგული ადამიანებით, რომლებიც ზრუნავენ სახარება ეხაროს ყველას და ყველა ოჯახში შეაღწიოს ღმერთის სიტყვამ.