995 571536600 contact@protestant.ge

შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.

შესაწირავი უფლისა გული მოდრეკილი

ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის.   იაკ. 19:17;

არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და მოზიარეობა, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღმერთისთვის. ებრ.13:16;

სიღარიბე, უსახლკარობა, შინშილი, არასათანადო კვება, ანტისანიტარია, არასათანადო ჯანდაცვა. ეს ტერმინები თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა. სამწუხაროდ ეს სიტყვები ჩვენი სამშობლოს ყოველდღიურობაში სულ უფრო და უფრო მძაფრად ისმის. ჩვენს სამშობლოში სამწუხაროდ უამრავი ადამიანი ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებასა და სიღარიბეში, სამწუხაროდ ძალიან ბევრი ბავშვი შიმშილობს თანამედროვე საქართველოში, ძალიან ბევრი ბავშვი ვერ იღებს შესაბამის განათლებას და არ მიუწვდება ხელი ჯანდაცვაზე.

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიაში ფუნქციონირებს საქველმოქმედო მსახურება, სადაც ხდება შეგროვება, როგორც კვების პროდუქტების ასევე ტანსაცმლის და საყოფაცხოვრებო ნივთების. შემდგომად ამისა კი ხდება საჭიროებაში მყოფი ადამიანებისათვის დახმარების გაწევა.

ეკლესია ახორციელებს ასევე ფინანსური სახსრების შეგროვებას, კვების პროდუქტების შეძენას და საჭიროებაში მყოფი ადამიანებისთვის დარიგებას.

თუ თქვენს გულს ეხება ადამიანთა მდგომარეობა, თუ გაქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღოთ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების დახმარებაში, შემოგვიერთდით ამ სასიკეთო საქმეში.

თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ გაჭირვებულება თასაცმლით ან სხვა ნივთებით: შეგიძლიათ მიიტანოთ შედეგ მისამარტებზე: ქ. რუსთავი, ვახუშკის ქუჩა # 8; ქ.გორი, ცხინვალის გაზატკეცილი #43ა; ქ.ხაშური, ლომოურის ქუჩა#26ა;

ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ შემოწირულობა:

იხილეთ გვერდი “ფინანსური მსახურება”