995 571536600 contact@protestant.ge

ბავშვთა მსახურება ქ. გორი

ეს რომ იესომ დაინახა, გაწყრა და უთხრა მათ: “გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მაგათნაირებისაა ღმერთის სამეფო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმერთის სამეფოს, ვერ შევა შიგ” მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი..” მარკ.10:14-16;
ჩვენ გვჯერა რომ ბავშვები ესაა ღმერთის საჩუქარი. ისინი არ არიან საკუთრება, თუმცა ჩვენგან მოევლინენ ქვეყანას ისინი ღმერთის ქმნილებები და საკუთრება არიან და ჩვენი ხედვაა თითოეულმა ბავშვმა მიაგნოს თავის მოწოდებას და იპოვოს თავისი ადგილი საზოგადოებაში. გვჯერა რომ ბავშვებს ერთნაირად აქვთ განათლების და საკუთარი ნიჭის რეალიზების უფლება, ამიტომ საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია ანვითარებს ბავშვთა მსახურებას.
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში ქ. გორში ბავშვთა მსახურების ლიდერია  პასტორის მეუღლე თამარ ჭაკვეტაძე, მსახურების ეს სფერო მოიცავს ბავშებს 2 წლიდან 13 წლამდე, ბავშვები გადანაწილებული არინ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში.  საკვირაო სკოლის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მასწავლებლები გადასცემენ მარტივ ბავშვისათვის გასაგებ ბიბლიურ სწავლებას, პირველ რიგში კი ზრუნავენ, რომ ბავშვები აღიზარდონ გაბედულ სამართლიან და ღირსების გრძნობით აღჭურვილ პიროვნებებად. ჩვენი ხედვაა, რომ ბავშვები თავს არ გრძნობდნენ თავს მეორე ხარისხოვან ადამიანებადან სოციალური წარმოშობის, ან სიღარიბის, ან ნიჭის, ან სხვა მიზეზების გამო  მასწავლებლები ამზადებენ მათ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში ჩასართავად. ჩვენ გვჯერა რომ ყველა ბავშვს აქვს თავგადასავლის ქონის სურვილი. ასევე გვჯერა რომ აუცილებელია ბავშვის არა მარტო სულიერი, არამედ გონივრული, ემოციაონალური და პიროვნული განვითარება, რომ ის რელიგიურ ფანატიკოსად კი არ აღიზარდოს,  არამედ  სრულფასოვან, ჯანსაღ და სამართლიან მორწმუნე პიროვნებად. ამიტომ ბავშვთა მსახურების ლიდერები აწყობენ ექსკურსიებსა და ლაშქრობებს საქართველოს სხვადასხვა ადგილებში სადაც ბავშვები ბუნების წიაღში გაცილებით მეტს იღებენ, ვიდრე სხვა პირობებში.  სხავა სიტყვებით მასწავლებლები ამზადებენ ბავშვებს საზოგადობასა და ეკლესიაში სრულფასოვნი ჩართვისათვის.
დავიწყეთ და ვანვითარებთ ბავშვთა ქორეოგრაფიულ წრეებს. გვყავს მასწავლებლები  რომლებიც ბავშვებს შეასწავლიან სხვადასხვა ხელსაქმეს, ქსოვა, ქარგვა, ხატვა და ასე შემდეგ. ვანვითარებთ საბავშვო თეატრალურ წრეებს.
ჩვენ ბავშვებში ვხედავთ საკუთარ მომავალს, ამიტომ ვლოცულობთ და ვზრუნავთ მათი სრულფასოვან ადამიანებად და ღმერთზე მიძღვნილ ქრისტიანებად აღრზდისათვის.
მხარი დაუჭირეთ ბავშვთა მსახურებას ქ. გორში ლოცვით და თქვენი შესაწირავებით.

შეგიძლიათ შეწიროთ მარტივად პეიპალ სისტემის მეშვეობით, ამისთვის  გადადით ლინკზე  (თუ არ ხართ დარეგისტრირებული პეიპალ-ზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 5 წუთში)
ან შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვა:
ლარის ანგარიშის რეკვიზიტები;   აშშ დოლარის ანგარიშის რეკვიზიტები;  ევროს ანგარიშის რეკვიზიტები; 
 აუცილებლად მიუთითეთ შემოწირულობის მიზანში  “ბავშვთა მსახურებისათვის ქ. გორში”.